უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 17:15
font-size

ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თუ ყიდულობთ, მკურნალობის სახსრებსაც გამონახავთ - ამირან სალუქვაძე „ბახალას“ საქმეზე

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას„) საქმეს გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

„გიორგანაშვილის საქმეზე გუშინ ადვოკატმა თქვა ლევან ჩხაიძესთან, 14.00-ზე, რომ არ ითანამშრომლა, სხვა არ ჩაუშვაო, თორემ მშვენიერ საპროცესოს სთავაზობდნენ და ხელი რომ დაედო იმ ვიღაცაზე, გაუფორმებდნენ საპროცესოს და გიორგანაშვილის გვარს ვერ გაიგონებდითო.

აქედან 2 კითხვა:

1. არ უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუ ასეთ მძიმე (თუნდაც მსუბუქ) დანაშაულს ეხება? ხან ქუჩის ინსტიტუტი არ გვინდაო გავიძახით, ხან "კაი ბიჭობას ვაწვებით"?

2. რატომ უფორმებდნენ და თანხმდებოდა საპროცესოს, ე.ი. დამნაშავეა? საპროცესო რას ნიშნავს, იცის საზოგადოებამ?

ერთმა ადვოკატმა, ასევე გუშინ, ბერძენიშვილი ჩაძირა, ჩატაევს იცნობდაო. ამანაც რაღაც მთლად სასარგებლო ვერ თქვა.

ისე, გაიკითხ-გამოიკითხეთ, ვინ ვინაა, თორემ... დოზებშიც კარგად გაერკვიეთ.

ახლა ისეთი ფონი შექმნეს, თუ ნარკოტიკების საქმეა, წინასწარ უდანაშაულოდ ითვლება.

საინტერესოა, ნარკობარონები და ნარკოსინდიკატები თუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მოძრაოებებს, ჯგუფებს, პარტიებს, მედიას, ენჯეოებს?

მე კი ვიცი, რასაც აკეთებენ, ისე ვსვამ კითხვას, რიტორიკულად.

ასევე საინტერესოა, რატომ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის მთავარი სასაუბრო თემა მარიხუანა, ნარკოპოლიტიკა და ნარკოდამნაშავეთა დაცვა? რა ინტერესია?

არსებული ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის შემქნელი პოლიტიკური ძალის ყოფილი წარმომადგენლები რატომ გვახვევენ თავზე ახალ ნარკოპოლიტიკას, როცა რომ ადრე ნულოვან ტოლერანტობას ჩუმად ან ხმამაღლა უჭერდნენ მხარს?

ბნელა?

„გირჩებს“ ტრიბუნას რომ აძლევთ, იმ მიდგომის პროპაგანდისთვის „ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას შევუშხაპუნებო“, შვილებზე არ ფიქრობთ? ვერ ხვდებით, რომ დამღუპველი იდეოლოგიისა და ნარკომოხმარების რეკლამაში ეხმარებით?

ან ლოგიკა სად გაქვთ? თან ჩემი სხეულიაო, რასაც მინდა, ვუზამო, თან პირობები შემიქმენით, არ შევიშხაპუნოო. ჰო, აბა, ჩვენს ხარჯზე პირობები უნდა შეგიქმნათ და თქვენ თან ნარკომოხმარების პროპაგანდა აკეთოთ.

ვინ გიშლით პირობებსა და მკურნალობას? ძვირადღირებულ ნარკოტიკებს თუ ყიდულობთ, მკურნალობის სახსრებსაც გამონახავთ.

თუ ჩვენგან მკურნალობას ითხოვთ, აღიარეთ, რომ სამკურნალო ხართ და თქვენს წესებს ნუ გვახვევთ.

სასამართლო შედგა და კანცელარიასთან ითხოვთ გამოშვებას? იქნებ სასამართლოს მიმართოთ?

10%-ით რომ ვიყო დარწმუნებული, რომ რეალიზატორი არ იყო ან ჩაუდეს, აუცილებლად მხარდამჭერ პოსტს დავწერდი. მაგრამ, როცა ადვოკატმა საპროცესოს ფაქტი აღიარა, რაღაზე ვსაუბრობთ?

ამავე დროს მიუღებელია ღია მოწოდებები და მუქარები, რომლებსაც მხარდამჭერები აჟღერებენ და მედია ამ მოწოდებების გასახმოვანებლად ტრიბუნას უთმობს ისე, რომ კითხვებიც არ უჩნდებათ.

აგური ესროლეს სასამართლოს შენობას და შუშის ჩასამტვრევად არ მისვრია, უსამართლობას ვესროლეო. იმავე ლოგიკით შეიძლება ხელყუმბარა ესროლოთ.

ყველაზე მეტად მიუღებელია, როცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე, სხვა დეპუტატები მმართველი გუნდიდან კოჭს უგორებენ და ისე საუბრობენ, ოღონდ არავინ გააკრიტიკოს.

ახლა ცდილობენ საპატრიარქოს ამოეფარონ და შეაწმინდონ ხელი. თქვე კარგო ადამიანებო, საპატრიარქომ გითხრათ, იქნებ, კარგად დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ და ისე მიიღოთო, რადგან მერე გვიანი იქნება. რა, გითხრათ თუ მიიღებთ, აგურს გესვრითო?

ზემოთ დაწერილი არ ნიშნავს:

1. ჩადების პრაქტიკის გამართლებას. ჩამდები უნდა დაისაჯოს ორმაგად, ვიდრე ჩადების ფაქტის გამო დაისჯებოდა მოქალაქე. დაეკარგებათ ჩადების სურვილი.

2. კანოდებლობა უნდა შეიცვალოს, მ.შ. ჩხრეკის შესახებ. უკვე ფეხბურთში ვიდეო დახმარება დაინერგა. თანამედროვე ეპოქაში ჩხრეკისას ვიდეოგადაღება უნდა იყოს აუცილებელი.

3. ნარკომომხმარებლების ადგილი არაა ციხეში რამდენიმე მიზეზის გამო: შიდსი, ნარკომომხმარებელთა უარესად გამრავლება ზონაში და ა.შ.

თუმცა, ნურც იმას დაამტკიცებს ვინმე, რომ მომხმარებელი თუ არის, არ შეიძლება იყოს ან რეალიზატორი ან სამართალდამრღვევი. პირიქით, მოხმარებას სჭირდება თანხები, რისი საშუალებაც ყველა მომხმარებელს არ აქვს. შესაბამისად... გასაგებია, ხომ?

მაგრამ შენახვის, რეალიზაციის ან სხვა სამართალდარღვევის ფაქტი სათანადოდ უნდა იყოს დამტკიცებული.

ამიტომ, კეთილი ინებეთ და თუ რაიმე აქციებს ატარებთ, ცოტა მშვიდად, მუქარების გარეშე, არ ბნელა“, -წერია პოსტში.

კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

22 აპრილი, 2019 , 14:22

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკვლევის დაწყების მიზეზი „აუთდორ.ჯის“ წინააღმდეგ შპს „ჯევერს დეველოპმენტის&l

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

22 აპრილი, 2019 , 14:05

ელმავალმშენებლის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მუშების თქმით, მართალია სახელფასო დავალიანება დაიფარა, მაგრამ დეკემბრის შემდეგ წარმოება გაჩერებულია და შესაბამისად, საწარმოს თანამშრომლები საარსებო წყაროს გარეშე არიან

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

22 აპრილი, 2019 , 11:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს. საგანგებო სიტუა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვას აპროტესტებენ

22 აპრილი, 2019 , 11:08

მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ელექტრომობილის მეპატრონე აქციას მართავს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპრ

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აპრილი, 2019 , 10:13

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საა

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019