უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2018 14:55
font-size

ეჭვი მეპარება, რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან, თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს - გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძემ ეჭვი გამოთქვა, რამდენად სწორად გაიგო მერიის არქიტექტურის სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტი.

სალუქვაძის თქმით, გენგეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც თბილისში არსებობს.

„ჩვენ სრულყოფილებაზე ალბათ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს - ჩვენს ჯგუფს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და დამკვეთს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან, თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს. ამაზეა, ალბათ, საუბარი და არა რაღაც შენიშვნებზე, რაც არაკონცეპტუალურია. გენგეგმა, რომელიც მზა სახით უკვე დევს თბილისის მერიაში, სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქალაქის წინაშეა, არ არის გამოტოვებული არც ერთი პუნქტი, არც ერთი გამოწვევა, რომელიც არ ავსახეთ ამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ვის როგორ მოსწონს, ეს სხვა საქმეა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ყველა იმ ამოცანებს, რომელიც ქალაქის წინაშე დღეს დგას.

თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს და იმასაც ხედავთ, რომ თბილისში ყველაფერი კარგად არ არის, განაშენიანებისა და იმ პრობლემების კუთხით, რომელიც ურბანული განვითარების თვალსაზრისითაა. დასკვნები აქედან ჩვენ ყველამ უნდა გამოვიტანოთ", - განაცხადა სალუქაძემ.

თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს წარუდგენს.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა. დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი იყო გამოყოფილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება

14 ივლისი, 2020 , 18:59

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0633 ლარი გახდა

14 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

14 ივლისი, 2020 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის

ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები - დავით ჭიჭინაძე

14 ივლისი, 2020 , 16:15

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტ

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

14 ივლისი, 2020 , 14:21

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის. სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

14 ივლისი, 2020 , 13:16

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე