უკან
პოლიტიკა
21 ოქტომბერი, 2017 20:47
„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, პარტიებს შორის 58%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე 54%-ით
„რუსთავი 2“-მა კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული ეგზიტ პოლების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. 6 საათის მონაცემებით პარტიულ რეიტინგში „ქართული ოცნება“ ლიდერობს 58%-ით. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16%-ით. სამეულშია „ევროპული საქართველო“ 9%-ით. „პატრიოტთა ალიანსმა“ 5% მოაგროვა.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს, კახა კალაძემ 54% მოაგროვა, მას მიჰყვება ზაალ უდუმაშვილი 15%-ით, ალეკო ელისაშვილი მესამე ადგილზეა 14%-ით. ელენე ხოშტარიამ 7% მიიღო, კახა კუკავამ და ირმა ინაშვილმა - 3-3% მოაგროვეს, მათ მოჰყვება გიორგი ვაშაძე 2%-ით, ხოლო გიორგი გუგავამ 1%.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კვლევის ცდომილების ალბათობაა 2-2,5%.
ანა მებურიშვილი