უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2018 14:00
font-size

„ედისონ რისერჩის“ კვლევა ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ მეორე ტურში იქნებიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი - ენმ-ის პასუხი „ევროპულ საქართველოს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვას, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მხარს დავით ბაქრაძეს, თუკი ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა.

ბოკუჩავამ საპასუხოდ განაცხადა, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, მეორე ტურში გადავლენ გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფისა და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს - დავით ბაქრაძე

4 დეკემბერი, 2020 , 17:45

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის

წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება - მამუკა მდინარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამი

60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 13:04

"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება”, - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩა

ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ზურაბ ჯაფარიძე

4 დეკემბერი, 2020 , 11:45

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

3 დეკემბერი, 2020 , 17:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი,

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა - ზურაბ ჯაფარიძე

3 დეკემბერი, 2020 , 17:35

ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა, თუმცა პოზიციები შეჯერებულია და მოდერატორებთან შევხვედრისთვის მზად არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ლელოს" ოფი