უკან
პოლიტიკა
21 ოქტომბერი, 2017 21:07
ედისონ რისერჩის პირველადი შედეგებით, ქუთაისში 54%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლიდერობს
კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩის“ პირველადი ეგზიტპოლების თანახმად, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის 54%-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჩიღვარია, მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე 24%-ით.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა:
დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო) - 8%
გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო) - 7%
გრიგოლ ბახტაძე (პატრიოტთა ალიანსი) - 3%
სამსონი გუგავა (ლეიბორისტული პარტია) -2%
„ედისონ რისერჩმა“ კველვა რუსთავი 2-ის დაკვეთით შეასრულა. ცდომილების ალბათობა 3%-მდე შეადგენს.
ანა მებურიშვილი