უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2018 17:25
font-size

ეკა ბესელია აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომიისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.მისი თქმით, ეს საქმის პოლიტიზირებას კიდევ უფრო მოახდენს, ვიდრე ამას მათი ოპონენტები ცდილობენ.

ბესელიას თქმით, უმჯობესი იქნება ყველა სამართლებრივი მექანიზმი სრულად გამოიყენონ, იმისთვის, რომ საქმეზე საბოლოო შედეგი დადგეს.

„საჭიროა, ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებული იყოს, რადგან მათ მიმართ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინტერესის თვალსაზისით, მეტი ყურადღება არსებობს. სწორედ ამ არგუმენტით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერდი. ამ კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან ეს ამ საქმის პოლიტიზირებას იმაზე უფრო მეტად მოახდენს, ვიდრე ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე, სავარაუდოდ, 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ის ბრალს არ აღიარებს.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი