უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 თებერვალი, 2017 17:00
font-size

ეკა ბესელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები იყო ის მთავარი თემები, რაზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმერ შკოლნიკოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის ინფირმაციით, მხარეებმა განიხილეს გაეროს საზედამხედველო ანგარიშებისა და სხვა ანგარიშების საპარლამენტო განხილვის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვის საკითხზე.

„ჩვენ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისთან გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა ბოლო წლებში და მათთან ერთად მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც 2016 წელს პარლამენტმა მიიღო. ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელმაც საპარლამენტო კონტროლის კუთხით რეგლამენტში ჩაწერა, რომ გაეროს სადამფუძნებლო ორგანოების წინაშე ანგარიშებზე ზედამხედველობას ახორციელებს პარლამენტი. პარლამენტი აწყობს სპეციალურ მოსმენებს, იხილავს ამ ანგარიშებს და იძლევა რეკომენდაციებს. პარლამენტი, ასევე, ითავსებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საზედამხედველო პროცესს. ეს არის ორი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც ჩვენ გაეროს ამ ორგანიზაციასთან ერთად მოვამზადეთ. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ამ მიმართულებებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობას.

შევთანხმდით, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახული იქნება გაეროს საზედამხედველო ანგარიშების და სხვა ანგარიშების ერთობლივი მოსმენები იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მონაწილეობით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თანამშრომლობა შედგება საკანონმდებლო პაკეტებზე პირველადი ექსპერტიზის კუთხით, კერძოდ, კი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ადამიანის უფლებების კუთხით და გაეროს სტანდარტებიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაწვდის პირველად დასკვნებს, რაც კომიტეტს მუშაობაში დაეხმარება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში შესაძლებელია გაიმართოს სპეციალური მოსმენები, სადაც განხილული იქნება საქართველოსთვის გაეროს მიერ მიცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების საკითხები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იდეას და კომიტეტის სამოქმედო გეგმაში კონკრეტული თავის ჩაწერას, სადაც განსაზღვრული იქნება კომიტეტსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი.

მხარეებმა განიხილეს, ასევე, კომიტეტის აპარატის გაძლიერებისა და ამ კუთხით სპეციალური ტრენინგების ჩატარების საკითხები. „კარგი გამოცდილება, რაც ჩვენს ჯგუფს გაეროს ოფისთან თანამშრომლობის კუთხით აქვს, გვინდა გაგრძელდეს და ჩენარჩუნდეს მომავალშიც ეს მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი