უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ნოემბერი, 2017 11:55
font-size

ეკა ბესელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე: გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში იქნება აუცილებელი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და NDI-ის პროგრამების მენეჯერი თამარა სართანია უძღვებიან.

„ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება პარლამენტში. 1 დეკემბრამდე ვცდილობთ, რომ ბევრი სამუშაო შეხვედრა შედგეს, რათა დავინახოთ სად შეიძლება იყოს კონსენსუსი შემოთავაზებულ პროექტსა და იმ პოზიციას შორის, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოხატული. გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში იქნება აუცილებელი და თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება, ამაზე ვმუშაობთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, როგორც “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკის მოხმარება გამოდის სისხლის სამართლებრივი დასჯადობიდან და ამ ქმედებაზე შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადობა.

“ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს დოზების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების შემსუბუქებას. ასევე, ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანებისთვის ისეთი უფლებების ავტომატური შეზღუდვების გაუქმებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა და სხვადასხვა ტიპის პროფესიული საქმიანობის განხორციელება”, - აღნიშნა გურამ იმნაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თანამდებობიდან ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს - ირაკლი ლექვინაძე

11 ნოემბერი, 2019 , 16:34

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ლექვინაძე ამბობს, რომ მისი წასვლა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს. „მეგობრებო,

კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წელს, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციაში წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტა გამოუშვა, რომელზეც, საქართველოსა და ევროსაბჭოს სიმბოლიკასთან ე

იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. მათივე ცნობით, საერ

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინ

„„გაერთიანებულ ოპოზიციის“ სამი წარმომადგენელი ობსტრუქციის მოწყობას შეეცადა - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა. კალ