უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივნისი, 2019 15:10
font-size

ეკა ბესელია უმრავლესობას: რა გინდათ, თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი „მოსულა“? ეს არის თქვენი ლოგიკა?

თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ახლა მივმართავ „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, არა ყველას, არამედ მათ, ვისაც მივჩნევ ჯერ კიდევ იმ ადამიანებად, ვისაც აქვს განცდა, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, ვისაც უბრძოლია და 7 ნოემბერი, 26 მაისი და 6 მაისიც გაუვლია და ბევრი სხვა რამეც. მათ მოგმართავთ, თქვენ მართლა ვერ ხვდებით რა ხდება ქვეყანაში? თქვენ ვერ აცნობიერებთ, რომ ხალხის პირისპირ აღმოჩნდა დღეს მმართველი პარტია? მე მაინტერესებს, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც იდგა ქუჩაში და ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის, თქვენ ვერ ხვდებით ახლა, რომ ამ უგუნური ქმედებით, რასაც ჩადიხართ, ამ ვითომ გადაფარებით, რომ მოგყავთ ქვეყანაში ის ძალადობრივი რეჟიმი ისევ? თუ ამას ვერ ხვდებით მეგობრებო, სახლში წადით და იმ ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე დგანან ქუჩაში“, - განაცხადა ბესელიამ.

მან „ქართული ოცნების“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილსაც მიმართა და ჰკითხა, თუ სად იყო იმ ღამეს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

„მე მაინტერესებს, იმ ღამეს სად იყავით? სად იყავით იმ ღამეს, სადაც პოლიციელები იგერიებდნენ რამდენიმე საათი თავდასხმას და მადლობა მინდა ვითხრა ყველა იმ პოლიციელს... ოთახებში კი არ უნდა ყოფილიყავით, იქ მდგარიყავით, მაკოს და იმ 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როცა აღარ იყო არც პარლამენტში შემოვარდნის საფრთხე და აღარ იყო იმის საფრთხე, რომ აქ ვიღაც რევანშით შემოვიდა, სად იყავით მაშინ? ოთახში კი ნუ იმალებოდი მიშა, იქ უნდა გასულიყავი ქუჩაში და გადაფარებოდი იმ ბავშვებს, ვისაც თვალი დათხარეს. ოთახში იყავი? ქუჩაში გასულიყავი და დადგომოდი წინ იმ სპეცრაზმელს. ახლა ხმას დაუწიე და სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, რომელსაც არ ვიცი, ვისი ბრძანებით დასდევდნენ ქუჩაში, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო და არც თავდასხმა იყო, მიტინგიც აღარ იყო.

რა გინდათ, თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი „მოსულა“? ეს არის თქვენი ლოგიკა? ახლა, რომ მიყურებ ასე ურცხავდ, ამიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც ასე იქცეოდნენ. სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, სადარბაზოებში, ქუჩის ბოლოში ადამიანების დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა? ან იმ სავარძელში ვიდრე ჩასკუპდებოდა ის გავრილოვი, სადაც ახლა ზის თამარ ჩუგოშვილი, არც ერთს არ გეყოთ გონიერება, რომ გეთქვათ არ შეიძლებოდა იმ ღონისიძიების დაგეგმვა? ან სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ ის ადამიანი? ან სად იყავით, როცა გეუბნებოდით ეს კობახიძე გადაწვავს ამ პარლამენტს-მეთქი? თუ მართლა ცეცხლის ალში უნდა გაეხვია აქაურობა, რომ მიხვედრილიყავით რა ხდებოდა“, - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი