უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 მარტი, 2017 14:00
font-size

ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

9 მარტს, ვენეციაში, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 58-ე შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო 2 წლის ვადით საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, მოისმენს ინფორმაციას ეუთო/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შესახებ.

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტი საკითხზე: საკონტროლო ჩამონათვალი საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესის დროს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებასთან.

სხდომის მონაწილეები გაეცნობიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის ნაშრომს თემაზე: „მინიმალური სტანდარტების დაწესება საარჩევნო სისტემებში იმისათვის, რომ შემოთავაზებული იქნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. განხილული იქნება ამ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად, მეორე ვადით, მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.

საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი

2 მარტი, 2021 , 19:02

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომ

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა

2 მარტი, 2021 , 17:43

მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა, - ამის შესახებ წამყვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ &bdq

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია

2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობის

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი

2 მარტი, 2021 , 16:00

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, ეს საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, - აცხადებს საპარლამენ

რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე

2 მარტი, 2021 , 16:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია

2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომ