უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ივნისი, 2018 11:30
font-size

ეკა ბესელიას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, მან პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრ ეკა ბესელიას კვლავ უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ სარალიძემ კომისიის სხდომის დაწყებამდე თქვა.

სარალიძემ განმარტა, რომ ბესელიამ საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.

„დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი არ გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის წევრები ზაზა სარალიძესა და კიდევ ერთი მოკლული არასრულწლოვნის მამას, დავით დადუნაშვილს უსმენენ.

საკვანძო სიტყვები:

ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

20 იანვარი, 2019 , 12:20

ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "შაბათის კურიერში" ექსკლუზიური კადრები გავიდა. საუბარია სპორტის სასახლეში გადა

სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აშენდება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით - გოგა ზაქაიძე

19 იანვარი, 2019 , 19:09

"სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აშენდება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით," - ეს განცხადება სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელმა, გოგა ზაქაიძემ თბილისის მერის საპასუხოდ გააკეთა. „ქალაქის მერი გამოდის და

ვაკის პარკში სასტუმროს აშენება არის დაუშვებელი - მაია ბითაძე

19 იანვარი, 2019 , 17:21

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. “გვინდა, გამოვეხმაუროთ ს

“ოეე,კალ’ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა”

19 იანვარი, 2019 , 15:43

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს: “ოეე,კალ’ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან”,- დაწერა სააკაშვილმა “ფეისბუქის” საკ

“მე ძალიან კეთილგანწყობილად ვარ კალაძისადმი, მაგრამ რა მარაზმია მოუწონო შეცდომა, უხამსობა და საერთოდ ყველაფერი!!“

19 იანვარი, 2019 , 14:18

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან დიდი ეჭვი და იმედიც მაქვს, რომ კახი კალაძემ არ იცის იმ უწმაწური გამონათქვამის მნიშვნელობა, რაც თქვა (დაბოლოე

სიცრუეში მსუბუქად ყოფნასა და თავის მოტუებას, სიმართლის ტვირთვა სიმძიმით და ღმერთამდე მისვლა სჯობს - მღვდელმონაზონი ანდრია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე

18 იანვარი, 2019 , 16:20

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომელიც მიიჩნევს, რომ მის კანონიერებაში ეჭვის შეტანა რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის შედეგია. „რუსული პროპაგანდა ვიცით რომ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`