უკან

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2019 17:40
font-size

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნა კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბესელიამ იუსტიციის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით, ინსტიტუციური უპატივცემულობაა, როდესაც პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე მსჯელობს, ისინი კი დემონსტრაციულად აგრძელებენ დანიშვნების პროცესს.

„პარალელურ რეჟიმში, ამ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად მიმდინარეობს ამ არგუმენტების მოსმენა, საჯაროდ კომენტარების სახით, პარალელურად დაინიშნა, 14 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და კიდევ 8 მოსამართლის მიმართ იყო გადაწყვეტილება მიღებული მათი უვადოდ გამწესების თაობაზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსტიტუციური უპატივცემულობის ძალიან დემონსტრაციული გამოხატულება, პარლამენტის მიმართ იუსტიციის საბჭოს მხრიდან, იმიტომ, რომ როდესაც საკანონმდებლო ორგანოში არის საკითხი დასმული და იწყება განხილვა, მინიმუმ ამ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას უნდა დაელოდოს ორგანო,“ - ამბობს ეკა ბესელია.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

23 მარტი, 2019 , 13:09

საქართველოს 24-25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში ხვალ ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს. 25 მარტს, ორ

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

23 მარტი, 2019 , 12:50

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი) ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში განხილული ი

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა

23 მარტი, 2019 , 12:50

საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინი

ნატო ჩხეიძე: მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ

23 მარტი, 2019 , 03:18

ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა დავიწყო პროტესტით, რომ იმ ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრ

ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 17:25

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არი

ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას - მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი, 2019 , 16:40

„ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული“, - განაცხადა საქართველო