უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მაისი, 2018 12:05
font-size

ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი დააზიანებს სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას - თავისუფალი დემოკრატები

,,თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც, სასამართლოს პრეროგატივა გახდება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს.

ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნით, რომ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტი იქნება სამარცხვინო აქტი, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

,,საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სასამართლოს პრეროგატივა გახდება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს. უმრავლესობის წევრების მიერ ამ კანონპროექტის შექმნა და პარლამენტში წარდგენა მეტყველებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ.

ამ კანონონპროექტის მხოლოდ გაჩენაც კი ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება” არა მარტო ოცნებობს, როგორმე შეზღუდოს და გააკონტროლოს ყველა სფერო, რომელშიც ადამიანის თავისუფლება ვითარდება და გამოიხატება, არამედ უკვე გეგმავს კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა მოიპოვოს ფორმალური უფლება, თავისი სურვილისამებრ შეიჭრას შემოქმედებაში, დაიპყროს და დაიმორჩილოს როგორც ცეკვა, ასევე პოეზია, როგორც გამოხატვის უფლება, ასევე შემოქმედებითი თავისუფლება.

ამ კანონპროექტში დაუფარავად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება შეზღუდოს, დააკნინოს ადამიანის უფლება, იყოს საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მათდამი სურვილისამებრ კრიტიკული შემოქმედების ავტორი.

აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ ემუქრება საქართველოს მომავალს, ემუქრება თავისუფალი ადამიანის მომავალს საქართველოში.

იმის მიუხედავად, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი კანონი არ იმუშავებს, მივმართავთ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზეც კი, რადგან ეს იქნება სამარცხვინო აქტი, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია ,,თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი