უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
- 25.02.2021 20:02ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
- 25.02.2021 19:33თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 25.02.2021 19:21პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
არქივი
კომენტარი


ეკა გიგაური ლაშა თორდიაზე თავდასხმის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება
ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას. ეს ძალიან მნიშნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე შეეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს და მასზე ფაქტობრივად მოხდა თავდასხმა მისი საქმიანობის გამო,- განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გადაცემაში"განსხვავებულ აქცენტები", ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ლაშა თორდიაზე თავდასხმის კომენტირებისას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება, იმიტომ რომ თუკი ასე არ მოხდება ეს იქნება კონკრეტული გზავნილი დამოუკიდებელი უწყებების მიმართ, რომ მათ არ ამოიღონ ხმა კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს აუდიტის სამსახური მუშაობს ძალიან სენსიტიურ საკითხებზე",- განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ "საერთაშორისო გამჭრვირვალობა- საქართველო" სხვა ფაქტზე საუბრობდა.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ის იყო მეწილე იმ კომპანიის, რომელმაც მიიღო კონტრაქტი საპარტნიორო ფონდიდან.
"ამის შემდეგ როცა ამ ფაქტზე საუბარი დავიწყეთ, იგი ნომინალურად გამოვიდა წილებიდან. ვფიქრობ, მისი საქმიანობა შესასწავლია. ის ფაქტი, რომ იგი ბევრი მოწმის თვალწინ თავს ესხმის და ჰგონია, რომ მისი პასუხისმგებლობა არ დადგება, ეს არის დიდი პრობლემა, პირველ რიგში სახელმწიფოსთავის",- განახადა ეკა გიგაურმა.
საკვანძო სიტყვები:

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15
შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი
24 თებერვალი, 2021 , 11:10

მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა, ამიტომ არ გამოვიდნენ ქუჩაში - სოზარ სუბარი
23 თებერვალი, 2021 , 17:30

ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა დახია უკან - ნათია მეზვრიშვილი
23 თებერვალი, 2021 , 17:05