უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2024 13:53
font-size

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

„მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ,

შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!

თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი!

თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები!

ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!

ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ - გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.

დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!

დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!

ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!

ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ!

კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით“, - ნათქვამია განცხადებაში.

13 მაისს “ფორმულას” ეთერში როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის ცოლს ამ სიტყვებით მიმართა:

"ეკა, მე მაქვს უფლება, ასე მოგმართო, მოგმართავ ასე, იმიტომ, რომ ხელში აყვანილი მყავხარ ბავშვობაში ნატარები, შენც და ირმაც, შენი უფროსი და [...] მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე, იმიტომ, რომ ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს [...] ახლობელი ვარ შენი, შვილო. შეიძლება თქვა, რატომ არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ. დღეს კი, საისტორიო ფორტუნამ, ეკა, შვილო, შენ მოგანიჭა საშუალება, მოგცა უფლება, რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი, როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა [...] მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე [...] გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები".

ამ განცხადების შემდეგ კი ცხვედიანმა თქვა, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო.

"ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი გამოსვლა მქონდა და არავითარ შემთხვევაში არ ვიმსახურებდი მაგისთვის საყვედურს. იყო ბევრი უსიამოვნო ზარი, ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მაგრამ რომ არ მოველოდი, ისეთი შეფასება ჰპოვა ჩემმა გამოსვლამ, რა ძალა გაგდია, თავს გაუფრთხილდი. 76 წლის კაცი ვარ, რითი უნდა შემაშინონ. ჩემი ცხოვრება დავამთავრე, მე ის მტკივა და იმით ვარ ყველაზე უფრო დათრგუნული, რომ ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ქვეყანა იღუპება და თითქოს ვერაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ცხვედიანმა ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, მიიღო ორი ანანიმური ზარიც. კითხვაზე, თუ რა შინაარსის იყო სატელეფონო საუბრები, ცხვედიანი ამბობს:

"თავს გაუფრთხილდი, რა ძალა გადგია, ხომ იცი, რაც შეიძლება მოხდეს".

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

28 აპრილი, 2025 , 13:36

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. bm.ge -ის ინფორმაციით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

28 აპრილი, 2025 , 12:33

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტე

ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს

28 აპრილი, 2025 , 08:24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

25 აპრილი, 2025 , 17:03

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალურ - აპრილის შეთავაზებებს უკეთებს. საქართველოს ბანკის AmEx და PLUS ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზ

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო

25 აპრილი, 2025 , 16:54

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღე

აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 პირის მიმართ იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები - საია

25 აპრილი, 2025 , 14:47

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისას თუ განყოფილებაში მიმდინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი