უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2019 12:35
font-size

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა.

ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა - „ვისაუბრეთ სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, ისეთი როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე საქართველოში.“

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფისის დირექტორმა, მიტჩელ ვოლფმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

„რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველომ საზოგადოებივი ჯანდაცვის სისტემის შექმნის კუთხით უბადლო სამუშაოები ჩაატარა. გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ოფისის საქმიანობას სამომავლოდაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ვოლფმა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში ნოემბერში დაიგეგმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა

5 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0739 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს

5 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამის მესამე ეტაპს იწყებენ

5 აგვისტო, 2020 , 17:10

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - შსს

5 აგვისტო, 2020 , 16:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოე

გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა - მიხეილ რამიშვილი

5 აგვისტო, 2020 , 16:55

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობ

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, მის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს

5 აგვისტო, 2020 , 16:10

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ZAG"-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე