უკან

საზოგადოება

28 დეკემბერი, 2017 15:00
font-size

ეხ, ვასიკო, ვასიკო, პრემიერი პარლამენტში რომ იგინება, იმის ჩვენება არ შეიძლებაო... - თინა ხიდაშელი ვასილ მაღლაფერიძეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ შსს-ის ვიდეოს გამოეხმაურა. მან მიმართა არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს და შეახსენა, რომ საზმაუმ 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინსიტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას ჩხუბის ამსახველი ვიდეო არ გაავრცელა, სადაც კვირიკაშვილი იგინებოდა.

„ეხ, ვასიკო, ვასიკო.

პრემიერი პარლამენტში რომ იგინება, იმის ჩვენება არ შეიძლებაო, უცენზურო სიტყვები იხმარაო და დანარჩენი როგორ გეკადრებათ, რა სასიამოვნო საყურებელიაო.

და სადმე ვინმემ უარყო, რომ რატიანი იგინებოდა?

კითხვები დანარჩენს ეხება:

1. როგორ დაიწყო კონფლიქტი?

2. როგორც არ უნდა დაწყებულ-გაგრძელებულიყო, პოლიციელი, ბიჭო, კოსტუმში კი დავბადებულვარ პრინციპით მოქმედებდა, თუ იმ კოსტუმის შესაბამისი კანონით, რომელიც აცვიათ?

3. ღირსებას იცავდნენ პოლიციელები, როგორც ჩანს, და ჩვენ ვერ გავიგეთ? ალბათ ამის თქმა უნდოდა ვასიკოს, მაგრამ ესეც ვერ გვითხრა“, - დაწერა ხიდაშელმა.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების გამო მწერლებისა და ცნობილი ადამიანების ნაწილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა.

გუშინ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ აგინებს პოეტი სამართალდამცველებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი.

ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამ ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

ანა მებურიშვილი

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა

ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი -მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:12

„სისტემა ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა აძლევდეს გამოცდის ჩაბარების საშუალებას. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, მისი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს, მიიღოს სტატუსი. პედაგოგი კი რესურსებსა და