უკან
კომენტარი
29 ოქტომბერი, 2020 17:10
კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე
კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები ეცდებიან გაყალბების და დაშინების გზით ხმების მოპოვებას.
,,სად გაგიგიათ ოპოზიციის მიერ გაყალბებული არჩევნები?! ამოწურეს ამათმა თავისი თავი. კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა. ეს უნდა დავამთავროთ ხალხნო, ეს სისულელეების როშვა. პრესკონფერენცია იმისთვის ხომ არ უნდა ჩაატარო, რომ რაღაცა მოროშო. საღამოს სხედან და ფიქრობენ, რა მოვიგონო ახლა, რომ ხვალ ვთქვა," - აღნიშნა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.