უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2019 18:55
font-size

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის წინააღმდეგი ვარ - მამა კონსტანტინე

„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ“, – ეს განცხადება ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა, მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე დიდი პროექტის მოწყობა იგეგმება, შესაბამისად, გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწევდათ. ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.

„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, რკინების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა,“ – განაცხადა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე, აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია მერიას არ ეკუთვნის, შესაბამისად, გარევაჭრობის ნებართვის გაცემის უფლება მუნიციპალიტეტს არა აქვს.

„მათ მიეცათ სამდღიანი ვადა. მაგრამ მე მინდა, მოგახსენოთ ისიც, რომ ეს ჩვენგან აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არის, უბრალოდ, ტერიტორია, რომელზეც დღეს გარევაჭრობა მიმდინარეობს, არ ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვას ვერ გასცემს. რადგან მე ნებართვას ვერ გავცემ, ამიტომ არის ის აკრძალვა,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეებს სამდღიანი ვადა მისცა და მათ ამ დროის განმავლობაში მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპირებენ იძულების წესით მოხდეს მოვაჭრეების ტერიტორიიდან გაყვანა.

გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მოლაპარაკებები აწარმოეს ჯვრის მონასტრის წინამძღვართან. შეხვედრას ზედამხედველობის სამსახურის გარდა, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა.

მერია ტაძრის წინამძღვარს ალტერნატიული დახლების დადგმას სთავაზობდა ტერიტორიაზე, თუმცა, წინამძღვარი გარევაჭრობის წინააღმდეგია. სასულიერო პირებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი