უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2019 12:00
font-size

ეკო-გრანტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ორგანიზაციის - ქალები ქვეყნის მომავლისთვის პროექტი „ ენერგიის ალტერნატიული წყაროები ( ნეტო აღრიცხვა ) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ ქალთა ჩართულობა მსგავსი სახის კონკურსებში ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 3 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. კონკურსის მეორე ეტაპზე 4 გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა: შავი ზღვის ეკო-აკადემია - პროექტისთვის “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით” , მწვანე რეგიონები - პროექტისთვის ”ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები” , სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი - პროექტისთვის “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”, ქალები ქვეყნის მომავლისთვის - პროექტისთვის “ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე.”

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი

16 თებერვალი, 2019 , 12:57

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16 თებერვალი, 2019 , 12:35

მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ცხედარს, ამ წუთებში

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია

16 თებერვალი, 2019 , 12:06

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ს

აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი თუ რისგან იყო გამოწვეული მარჯვენა ხელ-ფეხის უმოქმედობა, ინსულტის მაგვარია, ამის გამოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან მსჯავრდბულ

ხვალ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს

16 თებერვალი, 2019 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ,,მედიანიუსს“ შს სამინისტროდ

`უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს` - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 11:04

"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალ