უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 იანვარი, 2018 19:18
font-size

ეკონომია ბავშვების ხარჯზე - შეცვლილი კვების რაციონი ბაღებში საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხდება

თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულება - საბავშვო ბაღები, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის დღიდან, სკანდალებისა და აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. „მედიანიუსი“ ჯერ კიდევ ნოემბერში იუწყებოდა, რომ ბაღების სააგენტოს მაშინდელ უფროსს, თემურ თორდინავას კალაძე თავის მთავრობაში არ გააჩერებდა, რადგან საბავშვო ბაღებში კვების ხარისხის შენარჩუნებისათვის თორდინავა მთელი ზაფხული იბრძოდა და მიაღწია კიდეც შედეგს -ზაფხულში გამოცხადებული ტენდერი, ორჯერ იძულებით ჩაშლის მიუხედავად, მესამედ თორდინავამ აღარ ჩაშალა და ბაღებში კვების მანამდე არსებული დონე შეინარჩუნა წლის ბოლომდე.

„მედიანიუსი“ ჯერ კიდევ ნარმანიას წასვლამდე წერდა, რომ თორდინავას გვანცელაძე შეცვლიდა, რომელიც ბაღების მართვაში ხარჯების ოპტიმიზაციის დავალებით მოდიოდა, თუმცა მაშინ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება არ მოყოლია.

ის ფაქტი, რომ კვებაში თანხის დაზოგვა ახალი ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი იყო, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დადასტურდა - ჩვენი ვარაუდი ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გამართლდა, როდესაც ვაი-ვაგლახით გამოცხადებული ტენდერის ჩატარების დღეს პროკურატურა კომპანია „ელფში“ შევიდა და ყველაფერი დაუყადაღა. მიუხედავად იმისა, რომ „ელფმა“ ტენდერში მონაწილეობა მაინც შეძლო, ტენდერში ჩაშლილად გამოცხადდა - მისი კონკურენტები კი არაერთხელ დაჯარიმებული „ფუდსერვისი“ და „ნილი“ აღმოჩნდნენ. მერიამ არჩევანი კომპანია „ნილზე“ შეაჩერა, რომელმაც დაუყოვნებლივ ითანამშრომლა „ფუდსერვისთან“ და ბაღების მომარაგება 15 იანვრიდან დაიწყო და ამავე დღეს დაიწყო პრობლემებიც - დაგვიანებები ბაღების საკვებით მომარაგებაში, უხარისხო ხორცი, ფხიანი თევზი, არასაკმარისი პური. ახალი მენიუ მშობლების მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სოციალური ქსელი, შეიძლება ითქვას, „აფეთქდა“ „დამშეული ბავშვების“, უმარილო საკვების, მშრალი კვების და სხვა მსგავს საკითხებზე მშობლების საყვედურებით.

არ დააყოვნა ოპოზიციამაც - აღელვებდათ თუ არ აღელვდებდათ, „მშიერი ბავშვების“ საკითხი დაუყოვნელივ მთავარი თემა აღმოჩნდა პოლიტიკოსებისათვის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბავშვებს უგემურ საკვებს, თანაც მინიმალური კალორაჟით აწვდიან, თუმცა ამას ემატება ისიც, რომ ეს საკვებიც ვერ მიდის სრულყოფილად ბავშვებამდე, რადგან დღის განმავლობაში ბაღებში ხან ყველი არ შედის და უყველო ხაჭაპურებს აცხობენ, ხან ხორცი აგვიანებს და უხორცო გუფთას ხარშავენ ან კიდევ მასწავლებლები თავად ყიდულობენ პურს, რომ მისი შემცირებული ულუფაც აუნაზღაურონ ბავშვებს და თავიდან აირიდონ მათი ტირილი. გვანცელაძე კი აცხადებს, რომ მენიუ, რომელიც ბაღებში მოქმედებს, მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემუშავდა, რომელიც თავის მხრივ გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა, რადგან მანამდე არსებული მენიუ სხვადასხვა დაავადებებს იწვევდა.

როგორც ჩანს, ბაღების კვებაში სიახლეებს 16 თებერვლამდე არ უნდა ველოდოთ, რადგან ერთჯერადი ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“ სწორედ ამ დრომდე რჩება ძალაში.

მერიამ ახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. გაითვალისწინებს თუ არა ქალაქის მთავრობა ბაღების კვებაში წარმოქმნილ ხარვეზებს, ამას რამდენიმე კვირაში გავიგებთ, მანამდე კი ბავშვებს არსებულ მენიუსთან შეგუება მოუწევთ.

საკვანძო სიტყვები:

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`