უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 მაისი, 2020 17:45
font-size

ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან,“ -ამის შესახებ პოლონელმა რეფორმატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ონლაინ სადისკუსიო პანელში „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ მონაწილეობისას განაცხადა.

თსუ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, სადისკუსიო პანელი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მონაწილეობდნენ.

ბალცეროვიჩის განცხადებით, ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მოკლევადიანი შედეგი - ეკონომიკური ვარდნა სახეზეა, რადგან „არ არსებობდა რაიმე პოლიტიკა, მათ შორის არც აშშ-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლონეთსა და საქართველოზე, რომელიც წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებას აღკვეთდა.“
„ეკონომიკის კუთხით არსებული ყველაზე უარესი სცენარის თანახმად, ეკონომიკური შოკი წელს ან, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდეს. რის შემდეგაც დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღება და ეს ძალიან განსხვავდება აშშ-ში გლობალური ფინანსური კრიზისისგან, რაც ძირითადად არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია,“ - აღნიშნა ბალცეროვიჩმა.

ბალცეროვიჩმა გარკვეულწილად გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ „ვითარება მომავალ წელს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა პანდემიას, არამედ აშშ-ის პოლიტიკაზე.

"ვფიქრობ, აშშ მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე, მათ შორის, ნეგატიური თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, ვგულისხმობ პროტექციონიზმს - პროტექციონიზმი ძალიან სახიფათოა. მე იმდენად არ მეშინია ჩინეთის, რადგან ჩინეთი უფრო დაინტერესებულია ეკონომიკის გახსნაში, ვიდრე აშშ. ამიტომ, თვალი უნდა მივადევნოთ, რა მოხდება აშშ-ში, განსაკუთრებით მის პოლიტიკაში. მსხვილი ქვეყნების მთავრობები, ცენტრალური ბანკები მხარს უჭერენ არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც შესაძლოა არ იყოს ეფექტური. მე არ ვუჭერ მხარს ამგვარ პოლიტიკას პატარა ქვეყნებისთვის, თუნდაც როგორიც პოლონეთი და საქართველოა. ვფიქრობ, რომ ამგვარი პოლიტიკა მათ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, ვიდრე დიდ ქვეყნებს", - აღნიშნა ბალცეროვიჩმა.

პოსტპანდემიურ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო რეკომენდაციებზე საუბრისას ბალცეროვიჩმა აქცენტი ნდობის ფაქტორსა და მონეტარულ მოლიტიკაზე გააკეთა.

„საჭიროა გარკვეული ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედება. მაგრამ ამას გარდა, საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება. უნდა გვახსოვდეს რას მიაღწია საქართველომ - ზომიერ მშპ-ს, სტაბილურობას და ნდობას. ვფიქრობ, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. ვიცი, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ გარკვეული ტვირთები კვლავ რჩება, რომლებიც უნდა მოიხსნას. მთელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ნდობის გაზრდაზე კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში. პირველ რიგში, განვიხილავდი ლიკვიდურობის პრობლემებს კომერციულ ბანკებში. თუმცა, უარს ვიტყოდი მსხვილ მონეტარულ სტიმულირებაზე, როგორიცაა რაოდენობრივი შემსუბუქება (QE). სწორედ ეს ფაქტორები გადაწყვეტს, რამდენად სწრაფად მოხდება ეკონომიკის გაჯანსაღება", - აღნიშნა ბალცეროვიჩმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი