უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2020 10:21
font-size

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები - რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.)

სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი უწყების - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი შეამოწმებენ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემენ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება დოკუმენტური, ასევე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი; დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები; წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა; მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები; ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები); მიკვლევადობის ინფორმაცია; გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები.

დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდება ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობა საქართველოში. ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს მოუწევს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.

რაც შეეხება ბაზარზე შემოტანილ მეორად სათამაშოებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების დიდ ნაწილში მიიჩნევა მაღალი ხარისხის პროდუქტად, ასეთ სათამაშოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჭირო დოკუმენტაცია - ეს იქნება შესაბამისობის დეკლარაცია, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები თუ სხვა დოკუმენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სათამაშოს უსაფრთხოების დადასტურება. შესაბამისად, თუ საქართველოში შემოტანილ მეორად სათამაშოებს თანდართული ექნება სათანადო დოკუმენტაცია, მათი ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია არ შეიზღუდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის გამონაკლისი მეორადი სათამაშოების მიმართ არ არის დაშვებული ევროკავშირის ბაზარზეც - სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ერთიან მოთხოვნებს აყალიბებს ყველა სახის სათამაშოს მიმართ.

იმპორტირებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, რისკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს საბაჟო კონტროლის ზონაშიც, მაგრამ მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომელთან დაკავშირებითაც იარსებებს დასაბუთებული ეჭვი.

კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს - კომპანიებს მიეცემათ მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს როგორც იმპორტის, ასევე ბაზარზე განთავსების პროცესშიც. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა, ეს ზომაც 2021 წლიდან ამოქმედდება.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`