უკან

პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2018 14:10
font-size

ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა - დავით მესხიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის შეფასებით, ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების ტექდათვალიერება დააბრუნა და ფურცელზე დარჩა ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება და არაერთი დირექტივა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს შესასრულებელი.

მისივე თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროექტს შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა.

მესხიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მენეჯმენტის არარსებობის, არაკომპეტენტურობისა და სავარაუდო კორუფციის გამო პროექტი ჩავარდნილია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება.

„ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების “ტეხასმოტრი” დააბრუნა. ეკონომიკის სამინისტრო არის პასუხისმგებელი იმ კორუფციულ ფაქტებზე, რაც ინსპექტირების ცენტრებში დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო, საბოლოოდ კი ამას, შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა.

შეგახსენებთ, რომ ინსპექტირების პროექტის განხორციელებისა და ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება, აღებული გვქონდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც და ამასთან ერთად შესასრულებელი იყო არაერთი ევროდირექტივაც. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე დარჩა განუხორციელებლად. და როდესაც მე ვთქვი, რომ ინსპექტირების პროექტი ჩავარდა-თქო, ეს უბრალოდ ხმაურიან განცხადებად მოინათლა. დიახ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჩააგდო სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი პროექტი! მიზეზი? მენეჯმენტის არარსებობა, არაკომპეტენტურობა და სავარაუდო კორუფცია! თუმცა რაღა სავარაუდო. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ვსაუბრობთ”, – დაწერა დავით მესხიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს