უკან

ეკონომიკა

14 თებერვალი, 2020 15:55
font-size

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, უწყებამ დააჩქარა პრივატიზაცია, ლიცენზიის გაცემა, წიაღის დამუშავება, ასევე 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ პრაქტიკულად სამჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „აწარმოე საქართველოში“ ქართული ბიზნესის დახმარების კუთხით ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ის უკვე იქცა ძალიან პოპულარულ და მძლავრ ბერკეტად, რითაც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ქართულ ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის ტურისტული სერვისების, მეთევზეობის და კიდევ სხვა რამდენიმე დარგის განვითარებაა.

„ახალი მიმართულებები გამოიკვეთა, ეს არის ტურისტული სერვისები – არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ სხვადასხვა ტურისტული სერვისი. მათ შორისაა ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება-განვითარება; მეთევზეობის დარგის განვითარება, რომელიც დღეს საკმაოდ სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია და გვერდში დავუდგებით; ეს არის ჩვენი, ადგილობრივი წიაღისეულის, მათ შორის საშენი მასალების მეტი გადამუშავება, ქართული კერამიკისა და კერამიკული ნაწარმის წარმოება, რომელიც იმედი მაქვს, დიდწილად გამოდევნის ბაზრიდან იმპორტირებულ ანალოგებს და კონკურენტუნარიანი გახდება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი