უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ოქტომბერი, 2018 17:30
font-size

ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საკითხი - ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია

ეკონომიკის სამინისტრო არჩევანის წინაშეა. ნებსით, ან შესაძლოა, გარკვეული ზეწოლის საფუძველზე, მან საფრთხის წინაშე დააყენა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საკითხი, რეფორმა, რომლის შედეგად ქვეყნაში ეკოლოგიური ფონი მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება კი უფრო უსაფრთხო გახდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათ საკითტან დაკავშირებით ორი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიასა და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ოფიციალურად სთხოვეს შეხვედრა.

,,ჩვენი მიზანია ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში თანაბარკონკურენტული გარემოს შექმნა და იმ ტიპის რეგულაციების შემოღება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტანდარტებს შეესაბამება და არა კერძო ინტერესებს, რომელთა არსებობას სერიოზული მტკიცებულებები ადასტურებს. მათ ნაწილს დღესვე წარმოგიდგენთ.

ჩვენ, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია ვაცხადებთ, ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა რეფორმა, როდესაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში შემოიყვანა „საქართველოს ბანკის“ და „ალდაგის“ შვილობილი „პრემიუმ რეზიდენსი“, მოგვიანებით „გრინვეი საქართველოდ“ წოდებული კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში არამხოლოდ თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია, არ აქვს შესაბამისი სერვის ცენტრები, მეტიც, მათი მშენებლობის თანხმობაც კი არ გააჩნიათ. არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, მათი შერჩევაც ახლახან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „გრინვეი საქართველო„ თავს ასაღებს უცხოური კომპანია“ Applus+“-ის პარტნიორად, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სფეროში არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შერჩევის წესი სწორედ ამ გამოცდილებას მოითხოვდა, რის გამოც ჩვენი ასოციაციის ვერცერთმა წევრმა შერჩევაში მონაწილეობა ვერ მიიღო, „გრინვეი საქართველოს“ კი, რატომღაც, სიტყვაზე ენდნენ.

„გრინვეი საქართველო“ მხოლოდ ფურცელზეა უცხოური კომპანია „Applus+“-ის პარტნიორი, არ არსებობს მათი ერთობლივი მუშაობის არანაირი პროდუქტი ან შედეგი, არც კომპანია „Applus+“ ოპერირებს 70-მდე ქვეყანაში, როგორც ამის შესახებ „გრინვეი საქართველო“ აცხადებს.

ამ და სხვა, უამრავი მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელია ლოგიკურად, რეფორმის ხელშეწყობის მიზნით შერჩეულად ჩაითვალოს „გრინვეი საქართველო“, რომელსაც რატომღაც მუშაობის ათწლიანი უფლება მიეცა, ასოციაციაში შემავალ, 20 წლიანი გამოცდილების მქონე, ტექნიკურად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კომპანიებს კი მხოლოდ ოთხი წლით განუსაზღვრეს მუშაობის უფლება. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ საერთოდ უარი ეთქვათ აღნიშნულ სფეროში მუშაობაზე და მათგან გამოთავისუფლებული ხაზები ჩაანაცვლოს სახელმწიფოს მფარველობაში ღიად მყოფმა „გრინვეი საქართველომ“. ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე ხელოვნურად არ ეძლევათ ახალი ხაზების განვითარების შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტრომ ასოციაციასთან სასამართლოში პირველი საქმე წააგო. სრულად დაკმაყოფილდა შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი"-ს სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიასთან ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის მოწყობისა და აღჭურვის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება დაევალა.

შპს "სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შერჩევაში მონაწილეობდა და თბილისში ინსპექტირების 7 ხაზით აღჭურვილი ცენტრის მოწყობას გეგმავს, რის შემდეგაც ასოციაციაში შემავალი კომპანიების საკუთრებაში იქნება 96 ხაზი. საქართველოში რეგისტრირებული მილიონი ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისთვის კი 100 ხაზი კმარა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ ავტომობილების ინსპექტირების რეფორმის პროცესში ეკონომიკის სამინისტრო კანონშეუსაბამოდ მოქმედებდა.

არსებული სიტუაცია გვაიძულებს, ვიქონიოთ არგუმენტირებული ეჭვი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად საეჭვო ინტერესების სანაცვლოდ სასწორზე დააყენა რეფორმა. ვიმედოვნებთ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში შეიცვლება მიმდინარე რეფორმის პროცესში მიღებული სისტემური ხასიათის სადავო გადაწყვეტილებები, რათა ჩრდილი არ მიადგეს, ან არ შეაფერხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი და სრულად გაქრეს ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის არსებითად შეზღუდვის მოლოდინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პროტესტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აცხადებენ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი