უკან

პოლიტიკა

12 ივლისი, 2018 11:55
font-size

ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის ერთადერთი მიდგომაა - გიორგი ქობულია

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.

„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კომპანია McKinsey-სთან, სადაც ბოლო 18 წლის განმავლობაში გიორგი ქობულია მუშაობდა, ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. „გიორგი ქობულიას აქვს დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, მათ შორის არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც დავაანონსეთ და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:49

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმო

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:45

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კო

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე

17 თებერვალი, 2019 , 10:41

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახ

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

16 თებერვალი, 2019 , 21:04

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. მამუკა ბახტ

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს

16 თებერვალი, 2019 , 20:43

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და სხვანი, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსკოვის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიზეზით, ასევე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ყოყმან

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

16 თებერვალი, 2019 , 17:09

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვა