უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2020 17:12
font-size

ელჩების ერთობლივი განცხადება - მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულება და ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო საკონსტიტუციო ცვლილებების წარმატებით დასრულება და ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, – ნათქვამია პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა გაავრცელა.

„გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა (კენჭისყრაში).

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას“,- აღნიშნულია ელჩების ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს და აზერბაიჯანს, როგორც ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში - დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქარ

ნუ იმალებით! - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზარაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები ს

ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩ

საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზუ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს, - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის განცხადებით, პარლ

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

23 სექტემბერი, 2020 , 22:06

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) - ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) -

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.