უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2018 17:50
font-size

ელჩების კონფერენციის პირველი პანელი სამინისტროს საქმიანობის შეფასებას და ახალი ინიციატივების განხილვას დაეთმო

ელჩების კონფერენციის პირველი სამუშაო პანელის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება და ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააჩნია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა როგორც რეგიონული, ასევე თემატური კუთხით 2018 წელს გაწეული საქმიანობა და მიმოიხილა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ვიზიტები. დავით ზალკალიანმა დაასახელა ძირითადი პრიორიტეტები, როგორებიცაა:

საქართველოს დე-ოკუპაცია (სუვერენიტეტის განმტკიცება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, არაღიარების პოლიტიკის განხორციელება).
ევროპული ინტეგრაცია (სექტორული თანამშრომლობა, ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობა, უვიზო მიმოსვლა, მაღალი დონის ვიზიტები)
ნატოში ინტეგრაცია (სამიტებზე/კონფერენციებზე მიღწეული შედეგები, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი ვიზიტები)
თანამშრომლობა აშშ-სთან (წარმატებული თანამშრომლობა რეგიონული/საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ინიცირება).

ახალი ინიციატივები (გაეროს საერთაშორისო შესყიდვებში მონაწილეობა, კომერციული დესპანები, დიასპორის ფონდის დაფუძნება, თბილისის სამშვიდობო ფორუმის ჩატარება)

ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე საუბრისას დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ისევე როგორც ცალკეულ განცხადებებში, ევროპელი პარტნიორები აფიქსირებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების კუთხით მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. ამ კუთხით მან გამოყო ბრიუსელში ნატოს სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე. მინისტრის თქმით, ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ნათელი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რომლებიც მომავალში იგეგმება.

აშშ-სთან თანამშრომლობის შეფასებისას, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე. ამ მხრივ აღინიშნა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სექტემბერში განხორციელებული ვიზიტი ვაშინგტონში, ასევე უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში. დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტი და რეზოლუციები, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა 2019-2022 წლებში საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყების მიერ იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი იდეების განხორციელება, როგორიცაა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა, თბილისის სამშვიდობო კონფერენციის ფორუმის დაფუძნება; ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს საგანგებო დესპანის ინსტიტუტის შექმნა, საქართველოს რეფორმების და თანამშრომლობის სააგენტოს დაფუძნება, მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვებში, ქართული დიასპორისთვის სპეციალური ფონდის შექმნა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგებზე.
შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვრცლად ისაუბრეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მთავარ მიმართულებებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ელჩებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობის გამო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა. მინისტრის მოადგილემ ასევე იმ ინიციტივებზე და იდეებზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების საქმეში პოზიტიური დინამიკის შეტანას.
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე - საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად: კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების სახელმძღვანელო, ელექტრონული დასაბრუნებული სისტემა და სხვ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და ამ მხრივ არსებულ პრაქტიკულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს ქვეყნებთან.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ მოკლედ მიმოიხილა დიასპორის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და მომავალში განსახორციელებელი პროექტები.

ია კერზაიას საქმეზე `ევროპული საქართველო` გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

26 მარტი, 2019 , 17:06

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა.

კობა გვენეტაძე პარლამენტში დეპუტატების წინაშე აპრილში წარდგება

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა. ეროვნული ბანკის ცნობით, კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს პლენარულ სხდ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გ

ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს - პრეზიდენტის პრესსპიკერი

26 მარტი, 2019 , 14:26

ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, - ამის შესახებ პრე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

25 მარტი, 2019 , 16:40

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველო

დარგობრივმა კომიტეტმა განბაჟებაზე ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

25 მარტი, 2019 , 16:08

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიც