უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 სექტემბერი, 2015 14:35
font-size

ელჩმა უნდა იცოდეს, როგორ

"ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების გასაღები ქართველი ელჩების ხელშია"

"საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ორმხრივ კავშირზე მუშაობს და ჩვენი ფორმატი ინვესტორების მოზიდვის მსგავს სქემასაც ითვალისწინებს."

"საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის - ლარის სიმყარის შენარჩუნებისთვის ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა აუცილებელია, ამ საქმეში კი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ", - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით მიმართა. "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე უპასუხებს:

- რამდენიმე დღის წინ მთავრობას ურჩიეთ, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირის დასამყარებლად, პირველ რიგში, თავიანთ ელჩებთან იმუშაონ. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც ინვესტიციებზე უცხოელი ელჩების დონეზე საუბრობს?

- ეს შეცდომა კი არა, მცდარი მენტალიტეტია, რომელიც ახასიათებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უცხოურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობისას. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ობიექტურობაა, ვინაიდან მხოლოდ ობიექტურობა უძლებს დროს და უზრუნველყოფს წარმატებულ კავშირებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ცალმხრივ ინტერესებზე ზრუნვა კი საელჩოებს ევალება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ორმხრივ კავშირებზე, სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს ვინმეს გაკრიტიკება ან გალანძღვა.

მაგალითისათვის ავიღოთ ასეთი სიტუაცია: მთავრობა ხვდება აჭარაში უცხოელ დიპლომატებს და აჩვენებს მათ საინვესტიციო პროექტებს. თუ ელჩებს მოსწონთ ეს პროექტი, ვის უნდა გაუგზავნონ ინფორმაცია? რას ველოდებით შედეგად?

თუ ელჩები ამის შესახებ აცნობებენ საკუთარ ხელმძღვანელობას - საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათ მოხსნიან თანამდებობიდან. თუ პირდაპირ ბიზნესსფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან, მათ დაიჭერენ, რადგან ეკრძალებათ ყველანაირი კავშირი ბიზნესთან და აქვთ პირდაპირი დავალება, რომ არ გაიტანონ ქვეყნიდან 1 დოლარის ინვესტიციაც კი.

უცხო ქვეყნის ელჩებთან შეხვედრების ორგანიზება ნიშნავს კონტაქტის დამყარებას ექსპორტიორებთან, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, დაინტერესებული არიან, შენს ქვეყანაში გაყიდონ თავიანთი პროდუქცია, უარეს შემთხვევაში კი, ისინი არ არიან მოწოდებული, შენს ინტერესებზე იზრუნონ. სწორედ ამიტომ უნდა ესაუბრო საკუთარ ელჩებს, მათ ყველაზე უკეთ იციან თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

- ფიქრობთ, საელჩოები პოტენციურ ინვესტორებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ?

- ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ არ დაბადებულა არც ერთი ბიზნესმენი, რომელიც უარს იტყვის ასეთ სატელეფონო შეთავაზებაზე: "მოგესალმებით, მე ვარ X-ის ელჩი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს/პრემიერს სურს თქვენთან შეხვედრა". თუკი ამას თითოეული ელჩი თვეში ერთ საათს დაუთმობს, ყოველწლიურად საქართველო უცხოეთში მყოფი წარმომადგენლობებიდან მიიღებს მინიმუმ 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას. შეიძლება ეს მეთოდი არ არის მიღებული დასავლეთის ძლიერ, განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ საქართველო განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც შეუძლია თავს მსგავსი არასტანდარტული ქმედების უფლება მისცეს.

- ისრაელში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის განცხადებით, ინვესტორებთან მუშაობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.

- არ მინდა შევეხო ისრაელის საკითხს, რადგან ზუსტად ერთი თვის წინ გვქონდა საკმაოდ წარმატებული პრეცედენტი: ბიზნესფორუმი ისრაელში საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის შედეგადაც წლის ბოლომდე საქართველოში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვა. საქართველოში მე ვიყავი პირველი საერთაშორისო წარმომადგენელი და როგორც "გამოცდილმა დიპლომატმა, რომელსაც კარგად ესმის ბიზნესდიპლომატიის სპეციფიკა, საჭიროდ ჩავთვალე ჩემი გამოცდილების გაზიარება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ორმხრივ კავშირზე მუშაობს და ჩვენი ფორმატი ინვესტორების მოზიდვის მსგავს სქემასაც ითვალისწინებს.

- ფიქრობთ, თვეში ერთი ინვესტორის მოძებნა ელჩებისთვის ადვილად შესასრულებელი დავალებაა?

- მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციები შეჩერებულია, იერუსალიმში ჩატარებულმა ბიზნესფორუმმა უკვე გამოიღო ნაყოფი, მას 100 ბიზნესმენი ესწრებოდა და მასზე დაგეგმილი სამი პროექტის განხორციელება თბილისში უკვე 8 სექტემბერს დაიწყება.

არ არსებობს ქვეყანა, საიდანაც ვერ მოიზიდავ ინვესტიციას. თუკი რომელიმე ელჩი იტყვის, რომ წარმოუდგენლად ესახება მისი სამყოფელი ქვეყნიდან ინვესტორის ჩამოყვანა, მზად ვართ, მას კონსულტაცია გავუწიოთ. ელჩი უფრო პრიორიტეტული თანამდებობაა, ვიდრე მინისტრი. შეუძლებელია უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა შენზე უკეთესად იცოდეს შენი ინტერესები. როდესაც უცხო ქვეყნის ელჩს ანდობ ინვესტიციის მოზიდვას, ნაკლებსავარაუდოა, რომ დადებითი შედეგი მიიღო. სანამ ის ქვეყნის სპეციფიკას გაეცნობა, ეწურება მუშაობის პერიოდი და ქვეყნიდან წასვლა უწევს. ამიტომ ვამბობ, რომ ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების გასაღები ქართველი ელჩების ხელშია.

- თქვენი ინფორმაციით, რა გარემო ხვდება საქართველოში უცხოელ ინვესტორს?

- ბიზნესმენისთვის ყველაზე კარგი გარემო იქ იქნება, სადაც ფულს აჩუქებენ. ელჩმა უნდა იცო­დეს, როგორ გაყიდოს, "შეფუთოს" საკუთარი ქვეყანა. ელჩის საქმიანობაში გადამწყვეტია, თუ რამდენად უყვარს ქვეყანა; რამდენად სწორ დირექტივებს აძლევენ; რამდენად იცი მეორე მხარის საჭიროებები და ა.შ. ელჩის მუშაობა ამ მიმართულებით და პოლიტიკური ნების გარეშე წარმოუდგენელია.

რუსუდან შელია

საკვანძო სიტყვები:

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6404 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6413 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0009-

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

18 თებერვალი, 2019 , 17:40

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2019 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეხუთედ გახდა.  „გ

კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

18 თებერვალი, 2019 , 16:14

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იყო, მათ შორის, ასეთი

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოა

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ