უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 აგვისტო, 2019 10:30
font-size

ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელენე აგლაძემ მადლობა გადაუხადა პოლონეთის თავმჯდომარეობას, უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის „სხვა საკითხები“ ფარგლებში, აგრესიიდან 11 წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვისთვის.

როგორც ელენე აგლაძემ განაცხადა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ეს მით უმეტეს შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე. კერძოდ, მან აღნიშნა 25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარება, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

ელენე აგლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო შეშფოთებულია ბოლო დღეებში საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზაციით საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანას მახლობლად, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. მისი თქმით, ეს დესტრუქციული ქმედებები და საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული განცხადებები აუარესებს უსაფრთხოების მდგომარეობას და ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ შემდგომშიც გაამახვილოს ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა

5 დეკემბერი, 2019 , 17:38

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა. „ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის კონსტიტუციის 98.1 მუხლ

“რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

4 დეკემბერი, 2019 , 10:55

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 3 დეკემბერს გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს

2 დეკემბერი, 2019 , 17:05

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტად ბანკის მმართველთა საბჭომ ერთხმად მასაცუგუ ასაკავა აირჩია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 61 წლის მასაცუგუ ასაკავას

უკრაინელ ი დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა

2 დეკემბერი, 2019 , 10:20

კიევის ცენტრში უკრაინელ დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვიაჩესლავ სობოლოვი კიევის საოლქო საბჭოს წევრია.

$ 4 348 400 000 - აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოს, 28 წლის განმავლობაში

29 ნოემბერი, 2019 , 17:25

$4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) - ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-გან 28 წლის განმავლობაში მიიღო. 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით, სხვადასხვ

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

29 ნოემბერი, 2019 , 16:55

ერაყში უკანასკნელი დღე-ღამის ანტისამთავრობო გამოსვლებისას 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება მედიკოსებსა და პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`