უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2022 14:18
font-size

ელენე ხოშტარიამ ის პროკურორები ჩამოთვალა, ვინც მისი განცხადებით, ოლიგარქიის საყრდენია

საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ის პროკურორები ჩამოთვალა, ვინც მისი განცხადებით, ოლიგარქიის საყრდენია.

"ვაგრძელებთ დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უკავშირდება ოლიგარქიული საყრდენების სანქცირების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ პარტნიორებს ინფორმაცია, თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა.

მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე. ის არის ერთი მხრივ, ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, მიახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი "დამსახურება" ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.

ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით. ხორავას საქმეზე საქმის გამრუდების გამო მოუწიათ შოთაძის გადაყენება, თუმცა ის იმდენად ძვირფასია ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძე-ჯაფარიძის შეხვედრას და პირდაპირ იყო ამ გარჩევებში ჩართული და მეორე - ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს.

ჯარჯი წიკლაური - არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო, ის უწევდა ამასა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, მონაწილეც იყო იმ დანაშაულში, თუმცა როგორც ქართული ოცნების მთავრობის პირობებში ხდება, ის პოლიტიკურად გამოიბარეს და ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები: ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელების, სააკაშვილის საქმეები.

მიხეილ სადრაძე - მან აღძრა კარტოგრაფების საქმე. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში და ჩართული იყო ამ რუსულ სპეცოპერაციაში და ასევე, იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი.

ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. რუსთავი 2-ის, ნიკა გვარამიას, კარტოგრაფების, ნიკა მელიას საქმის პროკურორი - პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს.

რევაზ ბაღაშვილი - საგამოძიებო ნაწილის უფროსი. მის ხელში გადის ეს პოლიტიკური საქმეები და არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

29 ივნისი, 2022 , 19:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფომაციით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიულ

ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

29 ივნისი, 2022 , 19:01

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სა

მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად - ირაკლი ღარიბაშვილი

29 ივნისი, 2022 , 18:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

29 ივნისი, 2022 , 18:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. პრემირ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე,რომელიც პრემიერ-მინისტრის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებ

საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი

29 ივნისი, 2022 , 17:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწ

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი

29 ივნისი, 2022 , 16:11

ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული - ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში. ,,რამდენიმე დღის წინ, საქართვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი