უახლესი ამბები
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
ეკონომიკა


ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება ექვსი თვით გახანგრძლივდა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის პირველი იანვრის ნაცვლად ექვსი თვით გახანგრძლივდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.
„2021 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება.
ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთ-ერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.
საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც – სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
4 მარტი, 2021 , 17:15

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14