უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2017 17:48
font-size

ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც იზრდება

ელექტროენერგიის ტარიფი თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიზარდა.

თელასის სატარიფო განაცხადის გარდა სემეკმა დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფზეც იმსჯელა და ამ შემთხვევაშიც გაზარდა საფასური.

შესაბამისად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით იზრდება.

კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით.

არასაყოფაცხოვრებო სექტორის შემთხვევაში კი, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი