უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2019 15:45
font-size

ელექტროველოსიპედები და სკუტერები მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილებში

თბილისში ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისის გამოჩენას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკრებულოში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიღების შემდეგ, დედაქალაქში ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება.

„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროსკუტერების გაქირავებასთან დაკავშირებით. თბილისის საკრებულოში განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემდეგაც ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი სისტემურად მოწესრიგდება. საკრებულოს დადგენილების მიღების შემდეგ, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. ასევე, დაინერგება პარამეტრები, რაც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი მერიის მიერ არ რეგულირდებოდა და კომპანიები მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ჯანსაღი გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესი თბილისის მთავრობის პრიორიტეტია და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, სკვერსა და პარკში თანამედროვე, ევროპული ტიპის ველობილიკები რეგულარულად ეწყობა.

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს