უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივლისი, 2017 14:20
font-size

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მეწილეებსა და მერიის წარმომადგენელბს შორის დაპირისპირება მოხდა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე.

დაპირისპირება ელიავას ტერიტორიის მეწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ხმაური მათ მიერ ბაზრობის სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვას მოჰყვა.

მეწილეებს აინტერესებდათ თუ რა გეგმა ჰქონდა მერიას ელიავას ბაზრის ტერიტორიასთან დაკავშირებით.

მფლობელები მერიასა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებს კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, გენგეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გათვალისწინება მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა. მფლობელები დედაქალაქის მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ, რომელიც ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგებასა და გამწვანებას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მეწილეებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის გენერალური გეგმის განხილვა დღეს დილით დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის მფლობელები შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, მერის განცხადებით, შეხვედრაზე ელიავას ბაზრობის ტერიტორიის საკითხზე საუბარი არ იქნებოდა და ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში იმსჯელებდნენ.

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

3 აგვისტო, 2020 , 17:10

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. საპატრიარქოში ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, მან შეხვედრაზე მყოფ ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე