უკან

კომენტარი

1 დეკემბერი, 2025 17:28
font-size

ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა ოჯახს და ჩვენ პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა, რა თქმა უნდა, პარტიის ინტერესები, რადგან ჩვენთვის არასდროს არ არის პროტესტის ეს ფორმა მისაღები - ირაკლი კუპრაძე

ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა და თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, საკუთარი ნაბიჯის გამო, ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა როგორც ოჯახს, ასევე პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა ყველა.

„პუტინის რეჟიმი და ივანიშვილი ედავებიან ერთი და იგივე ბრალს ალეკო ელისაშვილს. ის ნამდვილად არის ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე. ფაქტობრივი მოცემულობაა და მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ის ფორმა, რომელიც ელისაშვილმა პროტესტისთვის შეარჩია, არ არის ჩვენი პარტიისთვის მისაღები და ვერც იქნება. მან ბოდიში მოუხადა ოჯახს და ჩვენ პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა, რა თქმა უნდა, პარტიის ინტერესები, რადგან ჩვენთვის არასდროს არ არის პროტესტის ეს ფორმა მისაღები,“ - განაცხადა კუპრაძემ.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს - მიხეილ სააკაშვილი

1 დეკემბერი, 2025 , 17:01

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას,

პოლონეთში საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყო და რეგულაციები იმ ქვეყნებისთვის შემოიღეს, სადაც მოთხოვნა დიდია, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

28 ნოემბერი, 2025 , 18:13

მიგრაციულ რეგულაციებს პოლონეთისთვის ცუდი ეკონომიკური გავლენა ექნება, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა

ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერი - კახა კალაძე

28 ნოემბერი, 2025 , 12:22

ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა საქ

ნიკა მელია ჩემს 2 ნოემბრის პოსტში არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 17:18

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მის მიერ 2

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“ - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 15:52

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“, „არც „ნაცი“, არც „ქოცი“, არის ივანიშვილის

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს – თამარ ჩერგოლეიშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 13:35

20 „ნაცი“ იდგა სააკაშვილის ციხესთან 23 ნოემბერს, მართლა 20 კაცი იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.