უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 14:55
font-size

ელისო კილაძე მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

გაზეთის „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, მისი შვილის დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს.

როგორც კილაძემ პრესკოკნფერენციაზე განაცხადა, ხარშილაძის დაკავების ადგილზე არა სამი სამართალდამცველი იმყოფებოდა, არამედ 12.

კილაძის თქმითვე, დაკავების ოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ხელძღვანელობდა.

„ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმეში გამოვლინდა ახალი სკანდალური დეტალები. როგორც ცნობილია, თავიდანვე, სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ ორი პოლიციელი -ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი, ასევე გამომძიებელი ზურაბ ქომელაშვილი, რომელიც ადგილზე თითქოს ადგენდა დოკუმენტაციას.

მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ წარმოდგენილი ფირი მკაფიოდ ასახავს იმას, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა არა სამი, არანედ 12 -მდე პოლიციელი. ჩვენ ჩვენივე ძალებით მოვახდინეთ რამდენიმე მათგანის იდენტიფიკაცია და მე მაქვს მათი ფოტოები და ვიცი სახელები და გვარები. ასევე, დაგისახელებთ იმ მაღალჩინოსნის ვინაობას, რომელიც პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და დაკავების ოპერაციას ხელძღვანელობდა.

ესენი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს თამაშრომლები: მიხეილ ჩივიაშვილი, ალექსანდრე ჯაფოშვილი, არჩილ ოქრუაშვილი და ალექსი კობერიძე.

ბუნებრივია, გამოძიებისთვის მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხების გაცემა. მათ შორის ზაქარია ვასაძეს და ვალერი ჩიბირაშვილს, რომლებმაც პირდაპირ ცრუ ჩვენება მისცეს, როცა თქვეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე გავიდა მხოლოდ სამი პირი.

რამაზ თარაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. ამ თანამდებობაზე ეს ადამიანი დანიშნულია იოსებ გოგაშვილის რეკომენდაციით.

ჩემი შვილის ჩვენების მიხედვით, სწორედ ამ ადამიანის ავტომანქანიდან ამოიღეს ორი პაკეტი ფხვნილი. ფხვნილი ამოიღო ზაქარია ვასაძემ, რომელმაც გაიკეთა მოლურჯო ხელთათმანები და ჩაუდო მას ქურთუკის ჯიბეში.

ეს იყო არა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ იყო პოლიციის მიერ წინასწარ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაცია“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით მარტში დააკავეს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

„ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის

20 ივლისი, 2017 , 18:52

ხვალ, 21 ივლისს, 17:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-9,

‘’MAN“-ის ავტობუსები N24 მარშრუტზე გავიდნენ

20 ივლისი, 2017 , 18:00

დღეიდან N24 მარშრუტსაც ‘’MAN“-ის მარკის ახალი ავტობუსები ემსახურებიან. N24 გლდანიდან დიღმის მასივის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 ივლისს კი, ‘&rs

ექიმების რჩევით, პატრიარქი რამდენიმე დღით დასასვენებლად გაემგზავრება

20 ივლისი, 2017 , 14:20

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ექიმების რჩევით, რამდენიმე დღით დასასვენებლად გაემგზავრება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი პატრიარქის ექიმზე, ცისანა შარტავაზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო რამდენიმე კვირა ილია მ

საიამ პროექტ „Check in Georgia 2016“-ის უცნობი დეტალების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

20 ივლისი, 2017 , 13:30

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „Check in Georgia 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2

დღეიდან იუსტიციის სახლებში 9-კლასდამთავრებულები ატესტატს უფასოდ აიღებენ

20 ივლისი, 2017 , 13:30

დღეიდან 34 000-ზე მეტ ცხრაკლასდამთავრებულებს განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღება უფასოდ შეეძლებათ. ატესტატის მისაღებად აბიტურიენტებმა იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ

თბილისში ქალაქის დანაგვიანებისთვის 20 აპრილიდან დღემდე 1343 ადამიანი დაჯარიმდა

20 ივლისი, 2017 , 12:10

თბილისში ქალაქის დანაგვიანებისთვის 20 აპრილიდან დღემდე 1343 ადამიანი დაჯარიმდა. ჯარიმის რაოდენობა 143 950 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილსერვისი" ავრცელებს. "თბილსერვისის" ცნობით, 1 343 სამართალდამრღვე