არქივი
სამართალი


ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
როგორც კილაძე ამბობს, გადაწყვეტილება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღო. დოკუმენტი დავით ხარშილაძეს გუშინ გადაეცა.
ელისო კილაძის განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართლადამცველებმა ჩაუდეს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ „ქრონიკა პლუსის“ წინააღმდეგ.
განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ელისო კილაძე სასამართლოს გიორგი მღებრიშვილისა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელებით მიმართავს.
"შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ისევე, როგორც მთელი განყოფილება და აქ დადასტურებულია, რომ მთელი განყოფილება იმყოფებოდა ჩემი შვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაზე, ყველა მათგანი უნდა იქნას დასჯილი," - აცხადებს ელისო კილაძე.
საკვანძო სიტყვები:

თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 14:50

მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 12:30

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
4 მარტი, 2021 , 12:30

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00