უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
სამართალი
ელისო კილაძე შვილის დაკავებაზე - დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს
,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორის, ელისო კილაძის ვაჟი დაკავებულია.
აღნიშნულტან დაკავშირებით კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,დაკავებისას რაღაც ორი პაკეტი ჩაუდეს. არ მისცეს ზარის განხორციელების უფლება, ჩხრეკას არ დაასწრეს არავინ-ნარკოლოგიურის ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით ნარკოტიკული თრობა გამორიცხა, რაკი მოწმეებზე უარი უთხრეს, შარდის ანალიზი არ ჩააბარა. ადვოკატის მისვლის მერე თავად მოითხოვა და ჩააბარა ანალიზი ორჯერ. ორჯერვე სუფთა იყო-მესამე ანალიზისთვის გაგზავნილია ექსპერტიზაზე.
ორი პაკეტი არის რაღაც
- ფხვნილი და აბები. ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყეს გამოძიება 260-ე მუხლით.
მადლობელი ვარ რომ ციანიდი არ ჩაუდეს, არც კიევი-თბილისის ბილეთი ჰქონდა.
ვიცი რა ბრძოლაშიც ვიყავი, ველოდი, მე და ჩემს შვილს ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკნია. მხნედაა-მზადაა ბრძოლისთვის.
p.s.ორივე ინფორმატორის ვინაობა ვიცი, ვიცი როგორ დაიგეგმა და მზადდებოდა "სპეცოპერაცია" რატომ იყო ის უბანი დილიდან პოლიციელებით სავსე’’, - წერს ელისო კილაძე.
,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორი საზოგადოებას მოუწოდებს, დღეს 14:00 საათისთვის მასთან ერთად შეიკრიბონ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან.
,,ვისთვისაც სულერთი არაა ჩემი და თქვენი შვილების ბედი, ორ საათზე გელოდებით ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
იქ გეტყვით ჩემს სამოქმედო გეგმას’’, -წერს კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.