უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 აპრილი, 2017 12:45
font-size

ელისო კილაძემ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეომსალა გაასაჯაროვა

გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ მისი შვილის, დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა, კერძოდ ფირი, სადაც, მისი თქმით ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ შედგენილ ოქმში მოცემული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტის განცხადებით, ვიდეომასალა მას ერთ-ერთმა მოწმემ მიაწოდა, რომელიც შეესწო ხარშილაძის დაკავების მომენტს.

ელისო კილაძემ დღეს პრესკონფერენცია სწორედ აღნიშნულ მოწმესთან, შორენა ლალიაშვილთან ერთად გამართა.

ლალიაშვილის თქმით, დაკავებულ ხარშილაძეს იგი წლებია იცნობს და შესაბამისად დაინტერესედა, თუ რისთვის აკავებდნენ მას.

როგორც ვიდეოფირის ავტორი ამბობს, დაკავების მომეტში მან ადგილეზევე არაერთხელ მიმართა თხოვნით პოლიციელებს, რომ დასწრებოდა ჩხრეკას, რაზეც უარი მიიღო.

ვიდეომასალაში ისმის თავად დაკავებულის ხმაც, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ნარკოტიკი არ აქვს.

ამასთან, ელისო კილაძის მტკიცებით, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იცმევს პოლიციის თანამშრომელი ზაქარია ვასაძე მწვანე ხელთათმანს და მანქანიდან სავარაუდოდ ნარკოტიკულ ნივთიერებას იღებს, რომელიც შემდეგ დავით ხარშილაძეს ჩაუდეს.

,,გუშინ გლდანის ციხეში გამოიკითხა ჩემი შვილი დავით ხარშილაძე. მან მისცა ჩვენება,რომ ზაქსრია ვასაძემ ჩაიცვა მომწვანო რეზინის ხელთათმანები და სწორედ ამ მანქანიდან ამოიღო ის ნარკოტიკები, რომელიც მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო’’, - აცხადებს ელისო კილაძე,

მისივე თქმით, ვიდეოფირზე ასევე ჩანს, რომ ადგილზე 12 პოლიციელი იმყოფება, ოქმში კი, მხოლოდ სამია მითითებული.

საქმესთან დაკავშირებით შორენა ლალიაშვილი დღეს 15:00 საათზე თბილისის პროკურატურაშია დაბარებული.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25 მაისი, 2019 , 13:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავა. როგორც „მედიანიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, მას ბრალი ნარ

სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

25 მაისი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი MARVEA დააკავეს

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

25 მაისი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების

ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2-ს“ დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს - ადვოკატი

24 მაისი, 2019 , 16:45

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ხვალ, 15:00 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა პრე

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

24 მაისი, 2019 , 15:35

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ. როგორც ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელ

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

24 მაისი, 2019 , 13:35

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საუბარია სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას