უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
არქივი
სამართალი


ელისო კილაძემ მთავარ პროკურატურაში გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა და „სამართადლამცავთა რეფორმირების ცენტრმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ დადგინდეს, მალავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ქონებას.
როგორც ელისო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი მღებრიშვილი წავკისსა და დიღომში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი.
„საუბარია მიწის ორ ნაკვეთზე - 900 კვადრატული წავკისში და 1000 დიღომში. ამ ორივე ზონაში მიწა ღირს საკმაოდ ძვირი და ფასი 50$ იწყება და 120$ მთავრდება, მინისტრს მოუწევთ დასაბუთება, რატომ არ შეიტანა ეს ორი მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში, რაც უკვე დანაშაულია, რადგან მას ვალდებულება აქვს ყველაფერი შეიტანოს დეკლარაციაში. მას ნორმალურ ქვეყანაში მოუწევს გამოძიების ფარგლებში დაასაბუთოს, საიდან შეიძინა ეს ორი მიწის ნაკვეთი. გონივრული ეჭვი მაქვს, ეს არის მინისტრის არალეგალური შემოსავალი, მათ შორის ნარკოტიკების რეალიზაციიდან. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობს ნარკორეალიზატორებს. ჩვენ არაოფციალურად გვაქვს კიდევ ერთი ინფორმაცია, მისი ერთი ბინის შესახებ, რომელიც მას აქვს გაქირავებული’’ - აცხადებს ელისო კილაძე.
თავის მხრივ, „სამართდლამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ შს მინისტრი სახელმწიფო სახსრებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რაც ბიუჯეტს თვეში 6000 ლარი უჯდება.
“ჩვენი საჩივარი შეეხება ადგილს, სადაც ცხოვრობს მინისტრი ოჯახთან ერთად, პენტჰაუსში, რომლის შენახვაც ბიუჯეტს თვეში 6000 ლარი უჯდება. ეს მინიმუმ უნდა იყოს გამოძიების საგანი, რადგან საქმე გვაქვს სახელმწიფო ფულის არამიზნობრივ ხარჯვასთან, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა სახსრებით ცხოვრობს მინისტრი მდიდრულ პენტჰაუსში, არის თუ არა ეს სახელმწიფო ფულით ნაქირავები და მინისტრს აუცილებლად მოუწევს გასცეს პასაუხი კითხვებს“,- განაცხადა კუპრავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
25 იანვარი, 2021 , 15:35

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46