უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2018 11:45
font-size

EMC და საია 12 მაისს სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრის სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 მაისს, თბილისი კლუბებში სპეცრაზმის შეჭრის საქმის შესწავლას იწყებენ. ორგანიზაციები სრულყოფილი შეფასების მომზადებისთვის მიმართავენ სპეცრაზმის შეჭრის შემდეგომ გამართული სპონტანური აქციის მონაწილეებს, დაკავებულ პირებსა და მედიის წარმომადგენლებს, მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენებზე.

„12 მაისს, თბილისის რამდენიმე კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისა და შემდგომში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) შეისწავლიან.

ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება კითხვები სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალის გამოყენების დასაბუთებულობასა და თანაზომიერებაზე, კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალისა და ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებაზე.

12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებასა და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, EMC და საია დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის:

კლუბებში ჩატარებული ჩხრეკა და სპეცრაზმის გამოყენება- მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც სპეცრაზმის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და მიზანშეწონილობა, ასევე უშუალოდ ჩხრეკის კანონიერების საკითხი;

მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა - კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ სპონტანური აქციის მონაწილეებს აქციის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სწორედ ამ ადგილას მოხდა პირთა დიდი ნაწილის დაკავება. საჭიროა, შეფასდეს როგორც ამ ადგილას, ასევე პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედება და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერება;

ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება - როგორც კლუბებთან, აგრეთვე პარლამენტის წინ, 12 მაისს სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებული ვიდეომასალა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს პოლიციის ქცევის სტრატეგია და ტაქტიკა აქციის მართვის პროცესში, ასევე პირთა დაკავების ინდივიდუალური შემთხვევების კანონიერება;

მედიის წარმომადგენლების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება - 12 მაისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, სხვადასხვა წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მომხდარის გაშუქებისას, შეექმნათ პრობლემები და არ მიეცათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, შეფასდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას.

შესწავლილი საკითხები გაერთიანდება ერთობლივ ანგარიშში, რომელიც იქნება საჯარო და გაეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ავტორები, შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის.

მივმართავთ აქციის მონაწილეებს, დაკავებულ პირებსა და მედიის წარმომადგენლებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია 12 მაისის მოვლენების დროს, სამართალდამცავთა ქმედებების შესახებ და გაგვიზიარონ ფოტო-, ვიდეომასალა, რაც ანგარიშის ავტორებს სრულყოფილი შეფასების მომზადებაში დაეხმარება“, - წერია განცხადებაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი