უკან

საზოგადოება

13 თებერვალი, 2018 12:35
font-size

EMC და TDI ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI), რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისა და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.

როგორც ორაგნიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის არსს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აქტების კანონიერების შესწავლა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა წარმოადგენს.

,,სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და არც დანიშნულა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა.

სასამართლოებში გადატვირთულობის სისტემური პრობლემის აღიარების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ განსახილველ საქმეში სასამართლომ საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია, რაც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა დასაბუთებული განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმეზე დროული რეაგირება ითხოვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2018 , 17:50

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მესამე მასივში, კალაუბნის N36ა და N38 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. საგზაო სამუშაოები ხორციელდება

ახალი შესაძლელობა სტუდენტებისთვის - სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15-ი სტუდენტი გადის

14 აგვისტო, 2018 , 17:50

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშ

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

14 აგვისტო, 2018 , 15:50

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა

გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

14 აგვისტო, 2018 , 15:50

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გზი

გარანტორი ვიქნები, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არცერთი პროექტი არ განხორციელდება - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა არასამთავრობოების მოთხოვნას დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და ტყე-პარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები „ნაცი

საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში - კახა კალაძე

14 აგვისტო, 2018 , 15:05

ჩვენ საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობა და ძეგლი გვაქვს ავარიულ, მძიმე მდგომარეობაში, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე მომდევნო წლე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან