უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 აპრილი, 2018 16:10
font-size

EMC-იმ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სუს-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელების თაობაზე. EMC -ის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ავტომატურად დამნაშავედ გამოაცხადეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ამდენად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულება.

,,სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ავალდებულებს საქმის განმხილველ სასამართლოს ან საჯარო თანამდებობის ნებისმიერ პირს არ გამოხატოს წინასწარი მოსაზრებები იმ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან საჯარო თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადება ასეთ პირთან მიმართებაში არ გამოხატავდეს მოსაზრებას, რომ ის დამნაშავეა, იქამდე ვიდრე ამ პირის დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

მოცემულ შემთხვევაში, სპეცოპერაციის ჩატარების დღიდან, სუს-ი მედიასთან, სპეცოპერაციის თაობაზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე, პირდაპირ მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი დათქმის გარეშე უთითებდა, თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი (ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი), ყოველგვარი ვარაუდის გარეშე, მტკიცებით ფორმაში საუბრობს და პირდაპირ მიუთითებს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირების, მათ შორის, მოსარჩელეთა შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამასთან, ყოველგვარი დამატებითი განმარტებების გარეშე, სუს-ის მიერ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ბერი სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ერთად. აღნიშნული ვიდეო სუს-მა ჯერ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გაუზიარა, ხოლო მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი მედიისთვისაც გასაჯაროვდა, რომლის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციის მსგავსად სუს-ი კვლავ მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა, თემირლანის დამნაშავეობაზე, რაც განცხადებების ამგვარ, მტკიცებით ფორმაში გაკეთების პირობებში, საქმის დეტალებში გაუთვითცნობიერებელ მოსახელობას ავტომატურად არწმუნებდა თემირლანის დამნაშავეობაში. აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებითი ღირებულება სადავო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები პანკისის ხეობას თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ და მათ ადგილობრივები სხვა სახელებითა და ვინაობით იცნობდნენ.

იმის მიუხედავად, რომ სუს-ი მითითებულ საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარეს, მასზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება მაინც ვრცელდებოდა, რამდენადაც განცხადებების გაკეთება არ განხორციელებულა სამართალწარმოების ფარგლებში, არამედ განცხადებების უშუალო მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, რა დროსაც როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სხვა ნებისმიერ საჯარო უწყებას აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება.

სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საწყის ეტაპზევე დამნაშავედ გამოცხადება მისი სიცოცხლის დაცვის ღირებულების დასუსტებისა და დეჰუმანიზაციის მცდელობა იყო და სავარაუდოდ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მის უფლებების დარღვევის გადაფარვის მცდელობას ისახავდა მიზნად.

სუს-ის მიერ, მედიაში თემირლან მაჩალიკაშვილის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შედეგად, დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახელმწიფო უწყების მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად და უკანონოდ მიენიჭა დამნაშავის სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში ამგვარი წინასწარგანწყობების გავრცელებას შეუწყო ხელი, რითაც განსაკუთრებული ზიანი მიადგა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსებას. აღნიშნულ დავას ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც მათ გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე დავის შესაძლებლობა წართმეული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მითითებული საქმე მნიშვნელოვანია არამხოლოდ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების აღდგენისთვის, არამედ მას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს სხვა მსგავსი შემთხვევებისთვისაც, რადგან უდანაშაულბის პრეზუმფციის დარღვევის საქმეებზე ეროვნულ სასამართლოებს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა არ გააჩნიათ.

შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების შელახვის საკითხებზე, EMC დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს“, - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

8 აგვისტო, 2020 , 16:20

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია. ექსპ

სენაკში სასულიერო პირის სახლი დააყაჩაღეს

8 აგვისტო, 2020 , 15:10

სენაკში, მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა

8 აგვისტო, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამო

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 , 11:55

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პი

გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 21:59

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე