უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 დეკემბერი, 2016 14:30
font-size

EMC-მა 2016 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლგბტ აქტივისტის სახელით 2016 წლის 17 მაისს მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა.

ორგანიზაციის ცნობით, განაცხადში EMC დავობს სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (აიდაჰო) აღნიშვნის მიზნით ლგბტ აქტივისტებისა და თემისთვის შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე11 მუხლი) შეზღუდვასა და 17 მაისს ალტერნატიული პროტესტის ფორმების გამოყენების დროს, პოლიციის მიერ ლგბტ აქტივისტების გაუმართლებელი და უკანონო დაკავების დროს და მას შემდეგ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების და მათთან კავშირში მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევაზე. საქმეს EMC მის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების არსებითი მოთხოვნის და პროცედურული ვალდებულებების გარდა, განაცხადში სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პირების 12-საათიანი დაკავების კანონიერების შემოწმების მექანიზმის არ არსებობის ინსტიტუციური ხარვეზი, რომელიც კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაკავების კანონიერების ავტომატური სასამართლო ზედამხედველობის გარანტიის მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.

EMC განაცხადში მიმოიხილავს ბოლო დროს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორებისა (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის , ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის , გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის , ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის , „ამნესტი ინტერნეიშენალის“ , "ჰიუმან რაითს ვოთჩის" ) და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებებს. შესაბამისად, EMC ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვის პროცესში.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი