უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 იანვარი, 2020 15:10
font-size

EMC მაჩალიკაშვილი საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ სპეცრაზმელების ხელახალ გამოკითხვას ითხოვს

ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აყენებს. EMC სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის დადგენილის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.

EMC - ის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორცილებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმებელის გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა და მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, EMC გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ითხოვდა საქმის საიდუმლო ნაწილზე დაშვებას (სპეცრაზმელთა მაიდენტიფიცირებელი პირადი მონაცემების დაცვით), თუმცა, თბილისის პროკურატურა მასალებს ამ დრომდე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არგუმენტით ასაიდუმლოებდა. მხოლოდ მიმდინარე წლის 10 იანვარს, როდესაც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, ჩვენ მოგვეცა საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შესაძლებლობა.

საქმის მასალები მოიცავს 32 სპეცრაზმელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის შესაბამის კორესპოდენციას, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ჩატარების საკითხებს.

არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

• საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;

• პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;

• რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.

• რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება“, - განაცხადეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

მათივე განმარტებით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას აჩვენებს.

„არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულობაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, ამასთანავე, სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“, - განაცხადეს EMC-ში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია. მათი განმარტებით, გამოძიების პროცესში გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

8 აგვისტო, 2020 , 16:20

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია. ექსპ

სენაკში სასულიერო პირის სახლი დააყაჩაღეს

8 აგვისტო, 2020 , 15:10

სენაკში, მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და

ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 213 ფაქტი გამოვლინდა

8 აგვისტო, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამო

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 , 11:55

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პი

გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 21:59

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე