უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2018 14:15
font-size

EMC მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას დიმიტრი ქუმსიშვილს აკისრებს

მინდელის შახტში მომხდარის გამო, პოლიტიკური გუნდისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – განუცხადა ჟურნალისტებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ არ შექმნა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც სულ მცირე, დააზღვევდა ისეთ შემთხვევებს, როგორიც ტყიბულში მოხდა.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა შეექმნა შრომის უსაფრთხოების სისტემა, თუმცა არ გააკეთა. სახელმწიფომ არ შექმნა კანონმდებლობა, რომელიც მინიმუმ დააზღვევდა მაინც ასეთ შემთხვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა იმაში, რომ დღეს ამ მასშტაბის შემთხვევები ისევ ხდება, არის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობა და იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებლობა, რომელიც გამორიცხავს ადამიანს და გამორიცხავს ყველაფერს, გარდა კერძო კომპანიის მოგებისა.

ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ არამხოლოდ უნდა გადაიაზროს ეკონომიკური პოლიტიკა და თქვას, რომ ხვალიდან ეს ასე აღარ გაგრძელდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს იქნება პირველი მოთხოვნა, რომელიც დღეს გაჟღერდება“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორის თქმით, საწარმოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ადმინისტრაცია ცდილობს, მინდელის შახტში მომხდარი მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით პასუხისმგებლობა გამორიცხოს.

„მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში, გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება, მათ შორის, პირველ რიგში, არასდროს არ დგება საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, გამოძიება, როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს მან, არ არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოებას კანონპროექტის ამოქმედებამდე შემოწმდეს ყველა ის ადგილი, სადაც ერთი უბედური შემთხვევა მაინც მომხდარა.

„ჩვენ ვერ დაველოდებით კანონპროექტის ამოქმედებას, რომელიც არც ვიცით რა შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ადგილი, სადაც ბოლო წლებში ერთი ასეთი შემთხვევა მაინც მომხდარა, საგანგებო რეჟიმით დაიწყოს სახელმწიფომ მისი მონიტორინგი და უახლოეს დღეებში დადოს შედეგები, რაც შეცვლის ვითარებას, მხოლოდ ერთეული შედეგების გამოძიება არასდროს ყოფილა გამოსავალი და არც ახლა იქნება“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ