უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 თებერვალი, 2020 11:25
font-size

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან:

“შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის მაღაროების ბლოკირებისა და მათი მუშაობის შეფერხების ფორმით.

ჯორჯიან მანგანეზთან ურთიერთობის წარუმატებელი გამოცდილების ფონზე, შუქრუთის მოსახლეობა სთხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, უშუამდგომლოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში.

23 თებერვალს მაღაროს ბლოკირება დაიწყო სოფელ ითხვისშიც, სადაც ადგილობრივები, შუქრუთელების მსგავსად, თავისი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურენო მიწების დაზიანებას მაღაროს ფუნქციონირებას უკავშირებენ და ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ჩვენმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს სახელმწიფოს, ეზრუნა მაღაროების ფუნქციონირებით სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დადგენაზე და დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწვავე პრობლემებზე, რომლის წინაშეც შუქრუთელები და ითხვისელები დგანან.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" უარყოფს თავის პასუხიმსგებლობას იმ ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში, რომელიც ადგილობრივებს ადგებათ. ამავე დროს, საკუთარ "მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე" მითითებით, კომპანია, შუქრუთის კრიზისის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, მზადყოფნას აცხადებს, შუქრუთელებს გარკვეული კომპენსაცია მისცეს. იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიასთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება და მიღწეული შეთანხმებების დარღვევის არაერთი პრეცენდენტი ახსოვს, განსაკუთრებით ცინიკურია კომპანიის მოწოდება მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნების შესახებ, რათა საწარმომ შეძლოს საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.

ასევე აღსანიშნავია, რომ "მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე" ხაზს უსვამს კომპანია, რომელიც არაერთხელ არის დაჯარიმებული სალიცენზიო პირობების დარღვევისა და წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ვადებში დარღვევების გამოუსწორებლობის გამო, სადაც ჯამურად ჯარიმის ოდენობა 400 მილიონ ლარს სცდება.

შექმნილ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთსა და ითხვისში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი რჩება.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

დაინტერესდეს შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშავოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროობა;

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:

შეისწავლოს შუქრუთსა და ითხვისში მაღაროების ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება შუქრუთსა და ითხვისში და მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:

ჩაატაროს შუქრუთისა და ითხვისის მაღაროების პერიოდული სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

შუქრუთსა და ითხვისში გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი რესურსებით არარაციონალური (და შესაძლოა უკანონო) სარგებლობის აღკვეთისა და პრევენციისათვის განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე ალტერნატივა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობენ ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს და სურვილის შემთხვევაში, შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობას გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის, დავის სასამართლოში წარმოების გზით.”- ნათქვამია განცხადებაში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი