უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2017 17:30
font-size

EMC პროფესიულ კავშირებთან ერთად საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ვენეციის კომისიას მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ვენეციის კომისიას მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სოციალური უფლებების მიმართულებით პრობლემური საკითხების შესახებ ერთობლივად მიმართა.

მათი განმარტებით, ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მოსაზრებების მიზანია სოციალური უფლებების კონსტიტუციური სტანდარტების შესუსტების გამორიცხვა, ასევე ამ სფეროში თანმიმდევრული და გამართული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ერთობლივი მიმართვა შემდეგ ძირითად საკითხებს შეეხება:

საარსებო მინიმუმის უფლებრივი სტანდარტი

საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერი ადამიანის უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების თავში გადანაცვლდა. ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მიმართვა ხაზს უსვამს, რომ საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის საკითხი არის ის ფუძემდებლური სტანდარტი, რომელიც არ უნდა იწვევდეს რაიმე გაურკვევლობას თუ დაბნეულობას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილში; ასევე საარსებო მინიმუმის კონცეფცია ამ დრომდე სუბიექტური უფლების სახით არსებობს ქართულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სისტემაში, ხოლო მოსალოდნელი ცვლილება უფლებრივ სტანდარტს აუარესებს; დამატებით, დაგეგმილ ცვლილებათა მიხედვით, სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებისკენ სწრაფვა აუცილებლად ნიშნავს მისი შესაბამისი მინიმალური უფლებრივი სტანდარტებით გაძლიერებას, ხოლო საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერის ზოგადი დებულებების თავში გადატანა ამ მიზნის კონტრპროდუქტიულია.

კონსტიტუციის 39-ე მუხლი

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი („საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან ზოგადი დებულებების თავშია გადატანილი. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სავარაუდო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავის წარმოებას გამორიცხავს. ასევე, ცვლილების მომხრეთა არგუმენტაციის საპირისპიროდ, ბუნდოვანია, რამდენად არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულ სხვა უფლებებში იმ უფლებების ამოკითხვის რესურსი, რომელიც კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. მითითებულ გაუარესებას სავარაუდოა, რომ გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის კუთხით. შესაბამისად, მივიჩნევთ რომ ის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში უნდა შენარჩუნდეს

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი